საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე სოციალური დახმარების თაობაზე განაცხადის მიღებასა და ამ დახმარების გაცემის პერიოდებზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს დახმარება 1200 ლარის ოდენობის იქნება და ის 6 თვეზე განაწილდება.
“მოგეხსენებათ, რომ ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. მოგეხსენებათ, რომ უკვე დაიწყო განაცხადების მიღება იმ მოქალაქეებისგან, რომლებმაც სამწუხაროდ, ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად სამსახური დაკარგეს. ეს განაცხადები გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 ათასი ასეთი განაცხადი“ - განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






