ივანიშვილი ცდილობს გაემიჯნოს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას ეკისრება დღეს არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის კრიზისების გამო - თარხნიშვილი
პოლიტიკა - 12:02, 15 Jan, 2021     850

ევროპული საქართელოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

თარხნიშვილის თქმით, ივანიშვილი ცდილობს გაემიჯნოს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას ეკისრება მძიმე სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისის გამო.

თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებაში გაუჭირდებათ ერთიანობის შენარჩუნება და დიდი ბრძოლა გაიმართება პირველობაზე კალაძეს, გახარიასა და კობახიძეს შორის.

“აქ ორი რამაა მნიშვნელოვანი, პირველი ის, თუ რატომ გადადგა ბიძინა ივანიშვილი. ჩემი ღრმა რწმენით, ის ცდილობს გაემიჯნოს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას ეკისრება დღეს არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის კრიზისების გამო, ხოლო მეორე ის, თუ როგორ განაგრძობს ცხოვრებას ქართული ოცნება და აქ ჩემი ღრმა რწმენით, მათ საკმაოდ გაუჭირდებათ ერთიანობისა და ერთსულოვნების შენარჩუნება.

ამ ადამიანებს არასოდეს არაფერი იდეოლოგიური არ აერთიანებდათ, ერთადერთი რაც აერთიანებდათ იყო ხელისუფლებაში ყოფნის და ბიძინა ივანიშვილის ქვეშ ყოფნის სურვილი. ახლა პირველობაზე დიდი ბრძოლა გაიმართება, იგივე კალაძე, იგივე კობახიძე, იგივე გახარია, თუმცა დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი იქნება საქართველოს მომავალი, ვიდრე ამ ადამიანების ბედი.იმისთის, რომ ჩენ განვითარების რელსებზე დავბრუნდეთ, სასწრაფოდ უნდა მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს, რადგან სწორედ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი არსებული კრიზისიდან, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ შეგვიყვანა.“ - განაცხადა თარხნიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42