პარტია "მოქალაქეები" და "გირჩის" გაყოფილი ნაწილი კვირის ბოლოს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებს შეხვდებიან. ვაშაძის პოლიტიკური გაერთიანების წევრების განცხადებით, ოპოზიცია ერთმანეთში კონსულტაციებს ხშირად მართავს, ამიტომ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციური ერთობის საერთო პოზიციიდან გადაუხვევენ:
"ის თავისუფალია იმოქმედოს როგორც უნდა, პატივს ვცემთ მის არჩევანს, რაც შეეხება კონსულტაციებს, კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებს შორის ყოველთვის მიმდინარეობდა, არც ახლა ვიტყვით უარს, შევხვდებით, ვიმსჯლებეთ და ვანხავთ რა შედეგს გამოიღებს, მაგრამ თავიდანმე მინდა ვთქვა, რომ პოზიციები სტრატეგია აღმაშენებლის, არის იგივე, რაც იყო", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.
"უნდა მას შესვლა და მე შევთავაზე მას, რომ შევიდეს და დაისვენოს, ჩვენც რაღაცნაირად დაგვასვენოს. მთავარია ჩვენ უმთავრესი მოვითხოვოთ, ეს გახლავთ გაყალბებული არჩევნების შეცვლა, ანუ ახალი არჩევნების დანიშვნა, იმ არჩევნებისთვის, რა თქმა უნდა, ახალი საარჩევნო სისტემით მივალთ, რატომ ცუღლუტობს ალეკო", - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ელისაშვილის პარტიამ "გირჩის" განაყოფთან კონსულტაცია გამართა. მათ პარლამენტში შესვლის საკითხი განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები






