ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ ნინო ანანიაშვილი რუსი ბალერინაა, მაგრამ მან უპატივცემულობა გამოიჩინა - ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი
საზოგადოება - 22:29, 14 Jan, 2021     1702

ნინო ანანიაშვილის სკანდალური გადაწყვეტილების დეტალები - ირკვევა, რომ პრიმაბალერინა დათანხმდა , რომ ახალი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში მას რუს ბალერინად მოიხენიებდნენ, რაზეც ის დათანხმდა.

კიხმანი ქართველ პრიმაბალერინასთან მიღწეული შეთანხმების დეტალებს ასაჯაროვებს და ანანიაშვილს ტყუილში ამხელს.

მისი თქმით, ანანიაშვილმა დაარღვია დაუწერელი წესი, რომელიც ხელოვნების სფეროშია მიღებული - სამხატვრო ხელმძღვანელთან ან გენერალურ დირექტორთან შეუთანხმებლად ნებისმიერი პიარ-აქტივობა დაუშვებელია

"ჩვენს თეატრში დანიშვნის შესახებ ინტერვიუში საუბრით ნინო ანანიაშვილმა დაარღვია ჩვენი შეთანხმება. თებერვალში მის გასაცნობად თბილისში ჩავედი. შევაფასე ყველა რისკი, მაგრამ მაინც ვთხოვე, რომ ჩვენთან ემუშავა - ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ ის რუსი ბალერინაა. ნინო დიდხანს ფიქრობდა, ჩამოვიდა ნოვოსიბირსკში, დაათვალიერა თეატრი, შემდეგ კი სანკტ-პეტერბურგში მასთან ერთად კონტრაქტის ყველა დეტალი გავიარეთ. არანაირი დოკუმენტებისთვის ხელი არ მოგვიწერია - ხელოვან ადამიანებში მიღებული წესია, რომ სამხატვრო ხელმძღვანელთან ან გენერალურ დირექტორთან შეუთანხმებლად ნებისმიერი პიარ-აქტივობა დაუშვებელია. ამ ინტერვიუთი ნინო ანანიაშვილმა უპატივცემულობა გამოიჩინა, პირველ რიგში კოლექტივის მიმართ. ინტერვიუში ბევრი რამ იყო ისეთი, რაც განსხვავდებოდა ჩვენი საუბრის შინაარსისგან, მათ შორის ნაწილი მისი მოტივაციის შესახებ. ასე მუშაობის დაწყება არ შეიძლება: პატარა ტყუილი დიდ ტყუილს წარმოშობს. ასეთ შემთხვევაში მე ადამიანთან ერთად მუშაობა არ შემიძლია. პირველ რიგში ჩემთვის ადამიანური თვისებებია მნიშვნელოვანი, ხოლო შემდეგ - პროფესიონალური“, - აცხადებს კეხმანი რუსულ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნოვოსიბირკის თეატრმა ნინო ანანიაშვილის დასის ხელმძღვანელობაზე უარი თქვა და მასთან დადებული კონტრაქტი ვადაზე ადრე შეუწყვიტეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42