მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ბუკნარში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებაში - "ევროპელი სოციალისტები"
პოლიტიკა - 19:16, 14 Jan, 2021     985

"ევროპელი სოციალისტები" ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და მზად არიან მოლაპარაკებებში ჩაერთონ და პრობლემის მოგვარებაში მიიღონ მონაწილეობა.

მათი თქმით, მოუგვარებელი პრობლემა არა თუ ქართველებს შორის, არამედ საქართველოში სხადასხვა ეროვნებებს შორისაც არ არსებობს.

"მოუგვარებელი პრობლემა არა თუ ქართველებს შორის, არამედ საქართველოში სხადასხვა ეროვნებებს შორისაც არ არსებობს. საქართველო ოდითგანვე იყო, არის და იქნება ტოლერანტული სახელმწიფო და ეს ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარე. ქვეყანაში არ არსებობს საკითხი, რომლის მოწესრიგება არ შეიძლება მოლაპარაკებების გზით. დაპირისპირება ნებისმიერ თემაზე შესაძლებელია გადაწყდეს დადებითად, მხოლოდ და მხოლოდ ცივილური და კონსტრუქციული მოლაპარაკებების მეშვეობით. პარტიის წევრები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ მონაწილეობა მხარეთა შორის მოლაპარაკებებში კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა იყოს გამოყენებული ყველა საჭირო რესურსი. „ევროპელი სოციალისტები“ თვლიან, რომ ადამიანის უფლებები და მათი რელიგიური კუთვნილება სახელმწიფოსთვის უნდა იყოს უზენაესი პრინციპი და არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რაიმე ჩრდილი მიაყენოს ამ უდიდეს მონაპოვარს. სხვადასხვა აღმსარებლობის პატივისცემა, მოსახლეობის მშვიდობიანი და ტოლერანტული თანაცხოვრება დემოკრატიული პრინციპების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. პარტია გმობს ყოველგვარ ძალადობას და გარდაუვალ პირობად მიაჩნია არსებული კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაჭრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბუკნარში სოფლის ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. ისლამის მიმდევრებსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე გრძელდება. მოლაპარაკებებში ადგილობრივი ხელისუფლებაა ჩართული.

აქვე, ამ დროისთვის აქცია დასრულებულია - ხვალ შეხვედრა შედგება მუსლიმ მრევლს, საპატრიარქოს წარმომადგენელს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42