მათი შესვლა "ოცნების" პარლამენტს ვერ გააკეთილშობილებს,თუმცა თუ ასე ძალიან უნდათ შევიდნენ - ოპოზიცია ელისაშვილზე და გირჩზე
პოლიტიკა - 18:54, 14 Jan, 2021     1112

ოპოზიცია ეხმაურება ალეკო ელისაშვლისა და "გირჩის" საკონსულტაციო შეხვედრას - "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ მათი პარლამენტში შესვლა "ოცნების" პარლამენტს ვერ გააკეთილშობილებს და პოლიტიკურ სურათს ვერ შეცვლის.

"ბატონი ელისაშვილი თავისუფალია, როგორც უნდა მოიქცეს, მისი ორი კაცის შესვლა იმ ოთხ კაცთან ერთად, ინჯიასთან და რომლებიც გაურკვეველი პარტიის სახელით არიან შესულები, არ ცვლის მოცემულობას, რომც შევიდნენ, შევიდნენ ბატონო თუ ასე ძალიან უნდათ, იყვნენ პარლამენტში და ორი ოთხი და ხუთი კაცის შესვლა, როცა 55 არ შედის, ვერც ოპოზიციის შესვლა დაერქმევა ამას , ვერც მრავალპარტიულობა დაერქმევა ამას და ვერც "ოცნების" სახე გაკეთილშობილდება ამით პარლამენტში." – აცხადებს ჩიხლაძე.

ოპოზიციაში თვლიან, რომ ელისაშვილის და ხვიჩიას "ოცნებასთან" მოლაპარაკებები არააირ ცვლილებას არ გამოიწვევს.

"ოპოზიციის და გირჩის შესვლა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე, ვფიქრობ არანაირ ცვლილებების არ გამოიწვევს, ეჭვი მაქვს ელისაშვილის ან ხვიჩიას მომლაპარაკებელმა პოლიტიკამ რაიმე შედეგი გამოიღოს" – ამბობს "სახელმწიფო ხალხისათვის" თავმჯდომარე ნატო ჩხეიძე

"ვისმენდი, რომ ორი კაცი რომ შევიდეს პარლამენტში დაიქცა ქვეყანა, რომ შევიდეს რითი იქნება ქვეყანა დაზღვეული" – ამბობს "ლელოს" წევრი ფიქრია ჩიხრაძე

"ენმს" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ელისაშვილს და გირჩს გადაწყვეტილი აქვთ კობახიძეს დაეთანხმონ და ამით შევიდნენ პარლამენტში.

"ყოველგვარი ვაჭრობის თემა, მათ შორის ვაჭრობა დათქმებით, რაიმე კავშირში თვითმმართველობის არჩევნებთან ჩვენთვის არის მიუღებელი, ჩვენ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, ახალი რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა. ელისაშვილს და გირჩს გადაწყვეტილი აქვთ კობახიძეს დაეთანხმონ და ამით შევიდნენ პარლამენტში." – აცხადებს დეკანოიძე

ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია - "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ დღის წესრიგში დგას ან რიგგარეშე არჩევნების დანიშნვა ან პლებისციტი, ალეკო ელისაშვილი კი ოცნებას შეერწყა.

"ბატონი ელისაშვილი, შეერწყა ქართულ ოცნებას და არის ერთ სულ და ერთ ხორცს და მას ოცნება იყენებს სპიკერად" – ამბობს გიორგი კანდელაკი.

ცნობისთვის, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ პლებისციტად გამოცხადდეს და სწრედ მისი შედეგებით გადაწყდეს ჩატარდება თუ არა ხელახალი არჩევნები ქვეყანაში.

აქვე, ოცნება "გირჩს" და ელისაშვილს პარლამენტში ელოდება - "დაველოდებით ელისაშვილის პარტიასაც და "გირჩსაც" პარლამეტში",- განაცხადა დავითულიამა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42