ჩოხატაურის მერიაში შეხვედრა დასრულდა - პრობლემა გადაჭრილია და ხვალ ტრადიცული ლოცვა შესრულდება
პოლიტიკა - 18:06, 14 Jan, 2021     1095

ჩოხატაურის მერიაში დასრულდა შეხვედრა - შეხვედრას სრულიად საქართველოს მუსლიმთა კავშირის მუფტი, ხელისუფლების წარმომადგენლები და ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მუფტმა განაცხადა, რომ პრობლემა გადაჭრილია და ხვალ ტრადიცული ლოცვა შესრულდება.

ვასილ ჩიგოგიძემ აღნიშნა, რომ საკითხი უნდა მოგვარდეს და განურჩევლად რელიგიისა ადამიანებს შორის სიყვარული და მეგობრობა უნდა გაგრძელდეს. მისივე თქმით, ამის შემდეგ თუ ვინმე გაბედავს მსგავსს რეაგირება მოყვება მისი მხრიდან.

"ჩვენ გვინდა რომ სოფელში გაუგებრობა არ მოხდეს, ყველამ გააგრძელოს ძმური ურთიერთობა. დავაყენეთ საკითხი, რომ ხვალიდან დავიწყოთ ეს საკითხი, ჩართულები ვართ და სწორედ ამიტომ ჩამოვედი, ხვალ თქვენთანაც მოვალ სალოცავში, სადაც საჭირო არის, დავსხდეთ სიყვარული და მეგობრობა გავაგრძელოთ . ამის გარანტია ჩვენც ვართ, თქვენც ხართ. ამის შემდეგ თუ ვინმე გაბედავს ჩემგანაც იქნება რეაგირება და თქვენგანაც “, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

აქციის მონაწილეები ბუკნარის სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვენ - რადგან , მათივე თქმით, მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, რასაც მათი გაღიზიანება მოჰყვა.

"დირექტორის საკითხი, რომლის "ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულმა სტატუსმა გამოიწვია ეს ამბავი. ჩვენ არ ვაპირებთ იმ სკოლაში ბავშვის გაშვებას, რომლის ხელმძღვანელიც არის მუსლიმების წინააღმდეგი და ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ თათრები, გასარეკი სოფლიდან. ჩვენ არ ვართ თათრები, ჩვენ ვართ ქართველები. ის დირექტორი უნდა გათავისუფლდეს და ახალი დაინიშნოს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დეპუტატი კი უარყოფს აღნიშნულს და ირწმუნება, რომ მცდარია ეს განცხადება - მისივე თქმით, მოხდება აღნიშნული საკითხის შესწავლა.

"ამ საკითხს გაარკვევენ, ბატონი მერი საქმის კურსშია. ამ საქმეს თუ გამოძიება დასჭირდა, ესეც მოხდება. ყველა თავის საქციელზე აგებს პასუხს. ჩვენ ჯერ გადავდგათ პირველი ნაბიჯი, რომ სოფელში შევარიგოთ ეს ხალხი, გავაგრძელოთ ურთიერთობები, რომ ხალხმა ილოცოს თავიანთ სალოცავებში“, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42