ბუკნარში სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე ჩავიდა.
მისი თქმით, ის, რაც ბუკნარში ხდება, პროვოკაციაა, თუმცა, ვისი მხრიდან ამაზე მუფთი აღარ საუბრობს.
კითხვაზე, არის თუ არა ჩართული პროცესში მესამე მხარე, შანთაძემ უპასუხა: "არ ვიცი, შეიძლება".
"მე იმ საღამოს ვიყავი ჩამოსული, სამლოცველოში შევხვდი მლოცველებს. მთავარია, ლოცვები გაგრძელდეს და სოფელი დაუბრუნდეს ძველ, მშვიდობიან მდგომარეობას. ჩვენ ერთი ქვეყნის, ერთი ერის ხალხი ვართ. ეს ქვეყანა ყველასია.
არ მიეცეს საშუალება რამე პროვოკაციას, რომ მოხდეს დაპირისპირებები. ეს ინციდენტი უნდა ამოვწუროთ.
ლოცვები გაგრძელდება. ის, რაც მოხდა, სამწუხაროა. მაგრამ ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. ჩვენ უნდა გავისარჯოთ და დავიხარჯოთ იმისთვის, რომ სოფელი დაუბრუნდეს სიმშვიდეს. მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღის შემდეგ, როცა გაიმართა შეხვედრა და ადგილობრივმა ხელისუფლებამაც თქვა, რომ მხარში გვიდგანან, პრობლემა არ იქნება". - თქვა ადამ შანთაძემ.
მუსლიმმა მრევლმა მუფთს უსაყვედურეს იმის გამო, რომ გუშინდელ შეხვედრას არ ესწრებოდა.
" რა გააკეთა, ხელი შეუწყო? შეუშალა? მონაწილეობა მიიღო?". - იკითხა ერთ-ერთმა ბუკნარელმა მუსლიმმა.
მასალის გამოყენების პირობები






