არ ვფიქრობ, რომ მმართველ პარტიაში ვინმემ შეძლოს რაიმე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს ივანიშვილის გარეშე - წერეთელი
პოლიტიკა - 13:49, 14 Jan, 2021     1018

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთელის თქმით, ივანიშვილის წასვლით ქვეყანაში პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება და გრძელდება მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი გააგრძელებს არაფორმალურად პოლიტიკურ საქმიანობას და მმართველ პოლიტიკურ ძალასთან კოორდინაციას, რადგან როგორც წერეთელმა განაცხადა, კონკრეტული პოლიტიკური პირები ვერ მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწვეტილებას დამოუკიდებლად.

„ივანიშვილის წასვლით ქვეყანაში პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება, გრძელდება ის ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს, მისთვის შეიცვლება ის, რომ ნაკლებად ჩაერევა ყოველდღიურად საქმიანობაში, ნაკლებად შეიწუხებს თავს, მაგრამ, ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ის გააგრძელებს არაფორმალურად პოლიტიკურ საქმიანობასა და გუნდის კოორდიანციას, რადგან ის საბჭო, რომელიც დარჩა სწორედ ამაზე მიუთითებს, არიან ივანიშვილის მიმართ ძალიან ერთგული ადამიანები და მე არ ვფიქრობ, რომ ვინმემ შეძლოს რაიმე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს.“ - განაცხადა წერეთელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42