ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმე ორად გაიყო - ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას წინაარმდეგ დაწყებული საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
ადვოკატი, იოსებ ჯანაშია ვარაუდობს, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში გამოძიებამ დაკავებების სერია განაახლოს და ამით ზეწოლა მოახდინოს ბრალდებულ ბადრი ესებუაზე, რომელიც უკვე 3 თვეა, მიმალვაშია.
"გადაისინჯა ბიძინა ესებუას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა, დაცვის მხარემ იშუამდგომლა გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლომ ეს არ გაიზიარა და უცვლელად დატოვა გამოყენებული პატიმრობა. ბადრი ესებუას საქმესთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებაზე, რაც, ასევე დაკმაყოფილდა და ბადრი ესებუას აღმკვეთიც დარჩა უცვლელი", - ამბობს ადვოკატი იოსებ ჯანაშია.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას 3 თვეა ეძებს. თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






