ორად გაყოფილი ბუკნარი, უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები - მუსლიმ თემსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის დაწყებული კონფლიქტი არ წყდება
პოლიტიკა - 11:13, 14 Jan, 2021     1096
მუსლიმ თემსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის დაწყებული კონფლიქტი არ წყდება. სოფელ ბუკნარში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მხარეებს შორის ურთიერთობის მოგვარება ადგილობრივმა ხელისუფლებამ სცადა, თითქოს გადაწყდა,რომდაპირისპირებულები ერთმანეთს ლოცვაში ხელს არ შეუშლიდნენ. თუმცა მუსლიმი თემის ის ნაწილი რომელიც შეხვედრას ვერ დაესწრო ამბპბს, რომ შეთანხმება მიღწეულად ვერ ჩაითვლება, რადგან აუდიენციას მათი ნდობით აღჭურვული პირები არ დასწრებიან.


აქციის მონაწილეთა თქმით, გუშინდელელი შეხვედრის შემდეგ მიღებული დაპირებებს არ ენდობიან.

"პროტესტის გაგრძელებას ვაპირებთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანების ნდობა არ გვაქვს, ჩვენი ის 5 ადამიანი ისე წაიყვანეს, პოლიციამ ჩასვა, არც გაგვაფრთხიელს, არც ვიცოდით რომელი 5 ადამიანი იყო წასული მოალაპრაკებაზე, დანარჩენი საზოგადოება ვინც ვიყავით გარეთ შეთანხმებულები ვართ, რომ საკმარისი არაა აქ მიღებული გადაწყევტილება. ვითხოვთ, რომ ეკლესია იყოს ჩართული და ერთი წარმომადგენელი გამოყონ, რომ დაესწროს შეხვედრას, ჩვენიდან გამოიყოფა ერთი ადამიანი, სახელმწიფომ პასუხისმგებელი პირი უნდა გამოგზავნოს, არა აქაური, ხელახლა 10-10 კაცი დაესწრებიან, მათ შორის ტელევიზიები, საჯარო უნდა იყოს, რომ მთელმა საზოგადოებამ გაიგოს რა შეთანხმება შედგება, იმას დავეთანხმებით და დავიშლებით", - ამბობს აქციის მონაწილე, ფირუზ წულუკიძე.

მისი თქმით, მსგავსი შეხევდრის გამართვამდე ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, წულუკიძის ინფორმაციით, დღეს, 14 იანვარს მათ ხალხი ადიგენიდან, წალკიდან, თბილისიდან, კახეთიდან შეუერთდება.

თავის მხრივ შემოქმედის ეპარქია ქრისტიანებს მოუწოდებს არ შეუშალონ ხელი მუსლიმანებს ლოცვაში.

"ეკლესია ყოველთვის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგია ყოველგვარი ძალადობის და ჩვენ გუშინაც გვქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან, ჩვენი სასულიერო პირები შეხვდნენ მრევლს, მოსახლეობას, გადასცეს მეუფე იოსების კურთხევა, რომ ეს კონფლიქტი და წინააღმდეგობა აუცილებად უნდა დასრულდეს. უნდა გავაგრძელოთ ისეთი თანაცხოვრება, თანამეზობლობა როგორიც მანამდე არსებობდა მათ შორის. მიცეთ მუსლიმი მრევლის წარმომადგენლებს საშუალება ილოცონ თავიანთ სალოცავში", - აცხადებენმ ეპარქიის პრესსამსახურში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42