შეშფოთებას იწვევდა მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები-Human Rights Watch -ის ანგარიში
პოლიტიკა - 20:34, 13 Jan, 2021     755

Human Rights Watch -საქართველოში 2020 წელს განვითარებულ მოვლენებს აჯამებს ანგარიშში, სადაც საუბარია მედიის თავისუფლებაზე.

ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემებია - მათი თქმით, შეშფოთებას იწვევდა მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები.

"თებერვალში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელმა მდუმარე აქცია მოაწყო ტელეკომპანიის ახალი ამბების სტუდიაში, რათა პროტესტი გამოეხატა სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მენეჯმენტის სავარაუდო ჩარევის თაობაზე. მმართველი პარტიის წევრები ღიად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას წინა მენეჯმენტის დროს არსებული სარედაქციო პოლიტიკის მიმართ. მარტში ახალმა ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა მდუმარე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, მთავარი საინფორმაციო პროგრამის წამყვანი თეონა ბაკურიძე და გათავისუფლების საფუძვლად მაუწყებლის შინაგანაწესის „უხეში დარღვევა“ დაასახელა. „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“დაგმეს ბაკურიძის გათავისუფლება და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, „შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა“ აჭარის ტელევიზიაზე.

მაისში აჭარის მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა ტოქშოუს წამყვანი და აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი. რეხვიაშვილის გათავისუფლების მიზეზად მისი ფეისბუკ პოსტები დასახელდა, რომელშიც ის კოლეგების მიმართ გამოყენებულ დისციპლინურ ზომებს აკრიტიკებდა. ხელმძღვანელობის მტკიცებით, ეს პოსტები ტელეკომპანიის დისკრედიტაციას ახდენდა. 30 ივლისს ახალმა მენეჯმენტმა კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირის ორი აქტიური წევრი, რომელთა ორგანიზებითაც 4 დღით ადრე აქცია მოეწყო სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მენეჯმენტის ჩარევის გასაპროტესტებლად. ისინი სამსახურში მოგვიანებით აღადგინეს, მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის 280 თანამშრომელმა ასეთი მოთხოვნით შედგენილ პეტიციას მოაწერა ხელი.

ივლისში ოპოზიციურ “მთავარ არხზე” გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სავარაუდო საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო. ამ რეპორტაჟში გამოთქმული იყო ეჭვი, რომ ოფიციალური პირები კოვიდ-19-ის შემთხვევების მონაცემებს აყალბებდნენ და სხვა უკანონო ქმედებებს ჩადიოდნენ. ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ეს გამოძიება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტად შეაფასეს, განსაკუთრებით იმ ნეგატიური დამოკიდებულების გათვალისწინებით, რომელსაც ხელისუფლება „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ავლენდა" ნათქვამია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42