სინდისის პატიმრების ე.წ. კარტოგრაფების საქმის გამოძიება პროკურატურამ დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება - განცხადება ამის შესახებ საქმის პროკურორმა , მიხეილ სადრაძემ , გააკეთა.
სანდრაძის განმარტებით, კარტოგრაფების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.
მისივე თქმით,საგამოძიებო უწყება გამოძიებას აგრძელებს ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით.
"აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების, ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული. გამოძიების მიერ მოპოვებულია უამრავი მტკიცებულება. გამოკითხულია ათეულობით მოწმე. მოპოვებულია ყველა რელევანტური დოკუმენტაცია, ელექტრონული ინფორმაცია, რუკა და სხვა კარტორაფიული მასალები. ასევე, მიღებულია არაერთი ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულების ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიმართ, უახლოეს მომავალში არსებითად განსახილველად წარიმართება სასამართლოში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და გამოძიების შედეგების თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება“, – ამბობს პროკურორი მიხეილ სადრაძე.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გასული წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






