"ქართულმა ოცნებამ" საშიში და ძირფესვიანად ამორალური კამპანია წამოიწყო ნიკა გვარამიას ფრაზის გარშემო - "ევროპული საქართველო"
პოლიტიკა - 19:57, 13 Jan, 2021     917

"ევროპული საქართველო" ეხმაურება ბუკნარში მიმდინარე პროცესებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ორკესტრირებული, ქვეყნისთვის საშიში და ძირფესვიანად ამორალური კამპანია წამოიწყო ნიკა გვარამიას ფრაზის გარშემო, რომელიც მუსლიმური თემის შეურაცხყოფად მონათლეს, რაც ტყუილია.

მათივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ხდება მაშინ, როდესაც გურიაში რელიგიურ საფუძველზე ძალადობას ჰქონდა ადგილი, რაც მათივე შეფასებით, "ოცნების“ მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს დაწყებული პოლიტიკის შედეგია.

"ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ქართულმა ოცნებამ ორკესტრირებული, ქვეყნისთვის საშიში და ძირფესვიანად ამორალური კამპანია წამოიწყო ნიკა გვარამიას ფრაზის გარშემო, რომელიც მუსლიმური თემის შეურაცხყოფად მონათლეს, რაც ტყუილია. ეს ხდება იმ დროს როცა გურიაში, სოფელ ბუკნარში რელიგიურ საფუძველზე კიდევ ერთ ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ. ეს და ბევრი სხვა ძალადობის შემთხვევა რელიგიური და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ ოცნების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს დაწყებული პოლიტიკის შედეგია.

ნიკა გვარამიას ფრაზამ ზოგიერთი გულწრფელი ადამიანიც შეაწუხა, მათ შორის ევროპული საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონული ლიდერი ახმედ იმამკულიევი. ახმედი წლებია შრომობს საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობის ინტეგრაციაზე ქართულ საზოგადოებაში და უმცირესობათა გამორჩეული ხმაა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, ახმედ იმამკულიევი შეცდა და არა იმიტომ რომ მისი პოზიცია სუს-ის მიერ წამოწყებულ კამპანიას დაემთხვა ან იმიტომ რომ რომელიმე პოლიტიკური კომენტატორის კრიტიკა არ შეიძლება, არამედ იმიტომ რომ ასეთ პოზიცია ყველას გამოხატვის თავისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გადავწყვიტეთ ამ საკითხზე პარტიის პოზიცია საჯარო კიდევ ერთხელ გავხადოთ.

გამოხატვის თავისუფლება ადამიანის თავისუფალი არსებობის, მათ შორის რწმენის თავისუფლების უმთავრესი გარანტორია. უაღრესად საშიშია ნებისმიერ რელიგიასთან მიმართებაში ირონიის, იუმორის ან ხატოვანი გამონათქვამის დემონიზება და რელიგიური მრწამსის მქონე მოქალაქეთა შეურაცხყოფად მონათვლა. აქედან სულ ერთი ნაბიჯია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამდე - ან კანონით ან ძალადობით. სწორედ ასეთი შემთხვევაა ნიკა გვარამიას გამონათქვამის გარშემო ქართული ოცნების მიერ დაწყებული ბინძური კამპანია.

საზოგადოება აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს უმცირესობათა სტიგმატიზების მცდელობას. დაუპირისპირდეს არა მისი აკრძალვით, არამედ საპასუხო სიტყვით. ოღონდ ამ შემთხვევაში, ისიც მნიშვნელოვანია რომ ნიკა გვარამიას უმცირესობათა სტიგმატიზება არ უცდია. ეს პოლიტიკური სარკაზმი იყო ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ყველას არ შეუწყონ ხელი ამ განწყობილებათა შექმნას, რადგან ეს საშიშია ყველასთვის და პირველ რიგში თავად უმცირესობებისთვის.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ, არასწორი იყო ახმედ იმამკულიევის პოზიციის ევროპული საქართველოს პოზიციად მონათვლა, განსაკუთრებით მაშინ როცა ჩვენი პარტიისა და საქართველოს მუსლიმთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლიდერმა ტარიელ ნაკაიძემ ნათლად და გასაგებად გამოხატა ის დამოკიდებულება, რომელიც ემთხვევა პარტიის საერთო პოზიციას.

გამოხატვის თავისუფლება იყო და რჩება იმ ქვაკუთხედად რასაც თავისუფალი, განვითარებული და მდიდარი დემოკრატიები ეფუძნება" ,- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42