"სხვა დროს მომხდარი რელიგიური დაპირისპირებები სათანადოდ რომ გამოეძიებინათ , ბუკნარში დაპირისპირება არ მოხდებოდა" - ომბუდსმენი
პოლიტიკა - 18:40, 13 Jan, 2021     866

სახალხო დამცველი , ნინო ლომჯარია სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

ლომჯარიას თქმით, შესაძლოა, ასეთი ფაქტი არ მომხდარიყო მანამდე არსებული რელიგიური დაპირისპირებები სათანადოდ რომ გამოეძიებინათ.

"ეს შეიძლება იყოს იმის გაგრძელებაც, რომ 2012-2016 წლებში მომხდარ რელიგიურ ნიშნით დაპირისპირებებს, სამწუხაროდ, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია. მთელი რიგი გამოძიებები შეწყდა და დასრულდა ხანდაზმულობის გამო. ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მისაღებად შესაბამის თვითმმართველობის ორგანოში არის წარდგენილი განაცხადი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონფლიქტი წარმოშვა სწორედ ლოცვის ფაქტმა, სალოცავის არსებობამ და არა მეჩეთის მშენებლობის საკითხმა," - განაცხადა სახალხო დამცველმა.

აღნიშნულ ფაქტს ასევე გამოეხმაურა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი , თამთა მიქელაძე და დაპირისპირების დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ინფორმირებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობა, თუმცა მას სათანადო ზომები არ მიუღია კონფლიქტის დროული გადაჭრისთვის , რასაც ძალადობრივი დაპირისპირება მოჰყვა.

"მუსლიმები უკვე რამდენიმე წელია, სოფელში ცხოვრობენ და ბუნებრივად აქვთ სალოცავი სივრცის არსებობის საჭიროება და როგორც ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, ამ დაძაბულობის შესახებ იყო ინფორმირებული ადგილობრივი თვითმმართველობა, თუმცა მას სათანადო ზომები არ მიუღია კონფლიქტის დროული გადაჭრისთვის და დაახლოებით ერთი თვის წინ დაწყებული კონფლიქტი გუშინ და გუშინწინ კიდევ უფრო ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა," - აღნიშნა მიქელაძემ.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. მათი ინფორმაციით, აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42