ეკონომიკის გაჩერება და ბიზნესის სრული ჩაკეტვა, პირველ რიგში ურტყამს ფასებს და მეტად აღარიბებს ჩვენს მოსახლეობას - წერეთელი
პოლიტიკა - 18:37, 13 Jan, 2021     945

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და პროდუქციებზე გაზრდილ ფასებს ეხმაურება.

წერეთლის თქმით, ფასების ზრდა გამოწვეულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაგნაციით, რასაც თან ერთვის ლარის გაუფასურება და ქვეყანაში ინვესტიციების მკვეთრი კლება, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა პანდემიის პირობებში.

წერეთელმა აღნიშნა, რომ მთავრობის სუბსიდირების მიუხედავად, არსებული ეკონომიკური კრიზისი და ზოგადად ის ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ბოლო წლებში იყო ქვეყანაში, პირველ რიგში ურტყამს ფასებს და მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებს.

„რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს საქართველოში ამ პერიოდისთვის, არის ძალიან რთული ვითარება ეკონომიკურად, მოსახლეობას ყოველდღე უძვირდება მოხმარების საქონელი, რაც მას აუცილებლად სჭირდება, ყველაზე ელემენტარულიც კი.

ეს, რათქმაუნდა გამოწვეულია იმით, რომ ეკონომიკა პრაქტიკულად არის სტაგნაციაში, ჩვენ ვხედავთ ლარის კურსი რა ნიშნულზეა, შესაბამისად, საქართველოში, სადაც ძალიან ცოტა რამ იწარმოება, ყველაფერი შემოდის უცხოეთიდან, არის იმპორტირებული და ეს ყველაფერი მიყვება დოლარის ფასს, ამას დამატებული ის, რომ ძვირდება გაზი, ელექტროენერგია, და ეს თავისთავად, რაც არ უნდა სუბსიდირება მოხდეს, მაინც გაზრდის ტვირთს მოსახლეობისთვის . რათქმაუნდა, ზოგადად ის ეკონომიკური პოლიტიკა რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო ქვეყანაში, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა, ინვესტიციების მკვეთრი კლება, არამარტო პანდემიის დროს, თუმცა პანდემიის პერიოდში დამატებით ეკონომიკის სრული ჩაკეტვა და ბიზნესის გაჩერება, პირველ რიგში ურტყამს ფასებს, ჩვენი მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებს და ძალიან ამძიმებს ცხოვრებას.“ - განაცხადა წერეთელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42