ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ხიდაშელი "ჭეშმარიტი გმირი და ნამდვილი პატრიოტია".
"დავით ხიდაშელი არის ყველასთვის დამწვარი "ფეესბეშნიკი" და მისი ხელით გაკეთებული საქმე არის უზნეო და ამორალური, იმიტომ რომ ივანიშვილის ორი პოლიტპატიმარი დღეს ციხეში იმყოფება მაგის გამო. მეორე - ეს იყო პირდაპირ "ფეესბეს" გეგმა, რომელიც ამათ შეასრულეს", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, დავით გარეჯთან მიმართებით არანაირი ტერიტორიული ცვლილებები არ მომხდარა.
"არავითარი ტერიტორიული ცვლილებები არც ჩვენს სასიკეთოდ და არც გაუარესების მიზნით არ მომხდარა. ივანიშვილი მხოლოდ თავის ტელევიზიების თუ უყურებს, ცოტა გაიხედოს და რუკას დახედოს. არაფერი მომხდარა გარდა იმისა, რომ ორი ადამიანი ზის ციხეში და მოხდა ის, რომ ჩვენ მართლა გავიფუჭეთ ურთიერთობა ჩვენს მეზობელთან", - თქვა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






