ევროპული საქართველოს წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, ქართული ოცნება იძულებული გახდება დაიწყოს საარჩევნო რეფორმებზე მუშაობა და მოსახლეობა არ უნდა იყოს ქართული ოცნების კეთილი ნების იმედად.
ბობოხიძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმების ობიექტური აუცილებლობა დადგება ქართველი ხალხის იძულებით და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.
„ქართული ოცნება იძულებული გახდება რომ დაიწყოს საარჩევნო რეფორმებზე მუშაობა, თუმცა ერთია ქართულ ოცნებას რა უნდა, ქართული ოცნება არასოდეს არ გააკეთებს იმას, რაც იქნება ობიექტური და რაც მის სასარგებლოდ არ იქნება. მე არ ვარ და არ მინდა ვიყო ქართული ოცნების კეთილი ნების ამარად და იმედად, ქართული ოცნება და ქვეყანა მიიღებს ქვეყნისთვის სჭირო კანონს მაშინ, როდესაც კეთილ ნებაზე კი არ იქნება დამოკიდებული ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის რაიმე გადაწყვეტილება, არამედ იქნება ამის ობიექტური აუცილებლობა დამდგარი.
იმისთვის, რომ ობიექტური აუცილებლობა დადგეს, ამის იძულებაა საჭირო, თუმცა ამაში არ ვგულისხმობ ფიზიკურ იძულებას, მას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოუწევს გაითვალისწინოს ქართველი ხალხის მოთხოვნები და განახროციელოს ის საჭირო რეფორმები, რომლებიც აუცილებელი იქნება სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.“- განაცხადა ბობოხიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






