ბიძინა ივანიშვილი მართლა წავა თუ არა, მის მიერ შექნილი სისტემა რჩება და ამ სისტემის დემონტაჟი აუცილებელია - ბობოხიძე
პოლიტიკა - 15:42, 13 Jan, 2021     735

ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე, ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუსა და მის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.

ბობოხიძის თქმით, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ებრძვის არა როგორც ინდივიდს, არამედ როგორც პოლიტიკურ მოვლენას და ის თუ მართლა წავიდა, დარჩება მის მიერ შექმნილი სისტემა, რომლის დემონტაჟიც, როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, აუცილებელია.

ბობიხიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეალურად წასვლით, ოპოზიციას ამოცანები გაუმარტივდება.

„სასაცილოა, როდესაც ოპოზიციის სისუსტეზე ლაპარაკობს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებში დამარცხდა. ოპოზიციას მისცა საქართველოს მოსახლეობამ ხმა, ოღონდ ამ ოპოზიციაში არის თუ არა ბიძინა ივანიშვილისთის მოსაწონი ძალები, ამას არ წყვეტს ბიძინა ივანიშვილი, ამას წყვეტს ის ამომრჩეველი, რომელიც თავისი გემოვნების მიხედვით აძლევს ხმას. ჩვენ არ ვებრძოდით ბიძინა ივანიშვილს, როგორც ინდივიდს და როგორც ერთ, კერძო კაცს, ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ვებრძვით როგორც პოლიტიკურ მოვლენას და ბიძინა ივანიშვილი მართლა წავა თუ არა, მის მიერ შექნილი სისტემა რჩება და ამ სისტემის დემონტაჟი აუცილებელია.

ასე, რომ ამოცანები პოლიტიკური ოპოზიციისათვის ჩემი აზრით არ იცვლება, ბიძინა ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური მოვლენა უნდა დამარცხდეს სისტემის დამარცხების სახით, ოღონდ თუ ბიძინა ივანიშვილი მართლა წავა, ეს უბრალოდ ამოცანებს გაგვიმარტივებს.

ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ მისი სურვილით დალაგდეს ოპოზიციაც და პოზიციაც, ოპოზიცია არ არის ნაციონალურ მოძრაობას აყოლილი, ქართველი ხალხის ძალიან დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ოპოზიციაშიც ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს ნაციონალურ მოძრაობას და ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი.“ - განაცხადა ბობოხიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42