ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაპატიმრებული ივერი მელაშვილის ცოლი, თამარ სულაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამბობს, რომ თუ მას "კეთილად მოაქვს თავი", უდანაშაულო ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ.
"ბიძინას ისევ მივმართავ, რომ თუ კეთილად მოაქვს თავი, მაშინ ნუ ეყოლება უდანაშაულო ხალხი ციხეში",- განაცხადა სულაძემ.
თამარ სულაძე ივანიშვილის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ ე.წ. კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, დავით ხიდაშელი გმირად მოიხსენია. ა.
"ხიდაშელმა რაღაცა თუ მოიპოვა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა. მით უმეტეს, რომ რაც მოიპოვა, რამდენადაც ვიცი, არც ისე ძვირფასი რუკებია, ისინიც ხარვეზიანია და ვერაფერში ვერ იყენებენ ჯერჯერობით. წელიწადნახევარია თუ თითქმის ორი წელიც გახდება, რომ სხვა კომისიაა [საზღვრის დამდგენი], მაგრამ, რატომ ვერ გამოიყენეს ის რუკები?!", - განაცხადა თამარ სულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






