"ივანიშვილს არავისთვის არაფერი უჩუქნია, ფონდიც და არაფონდიც ერთი შარვლის ორი ჯიბეა" - რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 10:08, 13 Jan, 2021     942
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი ქონება და აქტივი "ქართუ ჯგუფს" გადაუფორმა და თავისთვის "ჯიბის ფულად" მხოლოდ 200 მილიონი დაიტოვა, არასწორია.

მისი თქმით, ივანიშვილისთვის შემოსავალი, ანუ დივიდენდი მოაქვს არა იმ ფიზიკურ აქტივებს, რაც "ქართუს" გადასცა, არამედ უცხოური კომპანიებისა და სახელმწიფოების ფასიან ქაღალდებს, რომლებიც კვლავ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში რჩება.

"მთელი დღეა ვისმენ კომენტარებს ბიძინა ივანიშვილის ქონების ტრანსფორმაციის შესახებ და ვხედავ, რომ აშკარად ვერ გაუგიათ რა ხდება სინამდვილეში.

დეკლარაციის( ბევრი რამ არაა შეტანილი) მიხედვით, ივანიშვილის ქონების ის ნაწილი, რომელსაც მოაქვს ყოველწლიურად დიდძალი შემოსავალი( დივიდენდი), არის მის მფლობელობაში არსებული უცხოური კომპანიებისა და სახელმწიფოების ფასიანი ქაღალდები.

ივანიშვილმა საკუთარ ფონდს გადასცა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფიზიკური აქტივები (მიწები, სასტუმტომროები, სახლი-ბიზნეცენტრი, მშენებარე კომპლექსები), რომლებსაც ჯერ არ მოაქვთ შემოსავლები და რომლებიც პირიქით, საჭიროებენ დამატებით ხარჯებს( მათ შორის ქონების გადასახადის დაფარვას).

”ქართუ ფონდი” არის ივანიშვილის პირადი საკუთრება და ამ ფონდის მფლობელობაში გადასული ბიზნესსტრუქტურები შეიძლება გაიყიდოს, გაჩუქდეს (ანუ კვლავ დაუბრუნდეს ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ კომერციულ სტრუქტურებს) ან განკარგული იქნას სხვა ფორმით, ისევ ბიძინა ივანიშვილის მიერ... ფონდის ქოლგის ქვეშ მისი აქტივების თავმოყრის გადაწყვეტილება ალბათ გაკეთდა თუნდაც მისი ლეგალიზაციის მიზნითაც( გავიხსენოთ, რა მოუვიდა ბადრი პატარკაციშვილის ქონებას, რომელიც სამართლებლივად არ იყო სწორად რეგისტრირებული).ისე იქნა წარომოჩენილი, რომ ივანიშვილის ოჯახმა მხოლოდ 200 მილიონი დოლარი დაიტოვა ჯიბის ფულად და ყველაფერი დანარჩენი ფონდს აჩუქა. ეს არაა სწორი.რატომ არ გადასცა ფონდს აქციები? გულუბრყვილო შეკითხვაა. ეს იგივეა, რომ ვიღაცას ოქროს კვერცხის მდებელი ქათმის გაჩუქება მოსთხოვო ბებერი ინდაურის ნაცვლად.თუმცა არც ესაა სწორი შედარება. არავის არავისთვის არაფერი უჩუქნია. ფონდიც და არაფონდიც ერთი შარვლის ორი ჯიბეა. რომელში რამდენს ჩადებ, ეს შარვლის მფლობელზეა დამოკიდებული. ესაა და ეს", -წერს ფეისბუქზე გოცირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42