"ოცნების" დამფუძნებლმა ბიძინა ივანიშვილმა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასებისას განაცხადა, რომ ქართველები "დაუდევრები ვართ და გვიან ვგებულობთ და ვღებულობთ ინსტრუქციებს".
"გახსოვთ პირველი ეტაპი, როცა სახელისუფლებო ბერკეტებით დაიწყო ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ, ლოქდაუნი ქვია და ეს გამოიყენა ყველა სახელმწიფომ, მათ შორის, ჩვენც. ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავით ევროპაში. იმის შემდგომ გახსოვთ ილუზია და გამონათქვამები, რომ ქართველებს ისეთი იმუნიტეტი გვაქვს, რომ ეს არ გვემართება, არ დაგვემართება და ხელისუფლება არაფერ შუაში არაა. ზოგადად, ევროპამაც ეს გამკაცრებები მოხსნა და ამ ფონზე ჩვენ, მით უმეტეს, აღარ შეგვეძლო გაგვეგრძელებინა ამ ფორმით მართვა და პროცესი მივუშვით. ოპოზიციამაც იქ ივაჟკაცა, ძალიან წაეხმარა ამ პროცესების გართულებას, შეკრებები, რომელიც არ უნდა გაეკეთებინა გააკეთა და შედეგმაც არ დააყოვნა", -თქვა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






