აშშ-დან მოსალოდნელი სანქციები - “ივანიშვილი პანიკაშია... შეუთვალა, ქვეყნიდან წავალ ოღონდ თავს არ დამესხათ...“
პოლიტიკა - 22:48, 12 Jan, 2021     5601
ივანიშვილისთვის ცუდი დროა, უკრაინის სიგნალი ძალიან მნიშვნელოვანია - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „მთავართან“ ინტერვიუში შშ-ს მიერ, უკრაინელი პროკურორისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილი პანიკაშია და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებაც ამაზე მეტყველებს.


"კონსტანტინ კულიკი არის ის ადამიანი, რომელმაც საჯაროდ აღიარა რომ პოროშენკო ავალებდა ჩემს წინააღმდეგ საქმის ფალსიფიცირებას. ეს მართლაც ასეა, ის იყო ყველაზე ცნობილი პროკურორი უკრაინაში. ამის გარდა, ოლიგარქებთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პარლამენტარის სანქცირება მოხდა და მათი თანამებრძოლების. ივანიშვილის პრობლემა არის ის, რომ ის აფინანსებდა ტრამპს თავისი სიძის ჯარედ კუშნერის მეშვეობით და ლობისტური ჯგუფების მეშვეობით.

ივანიშვილმა ეს იცის და არის სრულ პანიკაში და ისტერიკაში, რადგან ბაიდენი აპირებს დემოკრატიული სამიტების მოწყობას და დემოკრატიული ფასეულობები მისთვის არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ტრამპისთვის. არჩევნების მოპარვა არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა დემოკრატიისთვის. ბაიდენს აქვს ალერგია ოლიგარქიულ და ზოგადად ამ ფულისტურ, ლობისტურ სიტუაციებზე. ივანიშვილისთვის არის ძალიან ცუდი დრო, უკრაინის სიგნალია ძალან მნიშვნელოვანი სიგნალი. ახლა ბოლომდე უცვლის ყველაფერს, შეუთვალა, რომ თუ გინდათ თურქეთის წინააღმდეგ ვიმუშავებ, ირანის წინაააღმდეგ ვიმუშავებ, ბაზას გადმოვიტან აქ, რაც გინდათ მითხარით, რუსეთთანაც ჩავჭრით ურთიერთობას, ქვეყნიდანაც წავალთ, ოღონდ არ დამესხათ თავს", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 7 პირსა და 4 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა, რომელთა საქმიანობაც რუსეთის აგენტ ანდრეი დერკაჩს უკავშირდება. ეს უკანასკნელი, გაყალბებული ჩანაწერების გასაჯაროებით, 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარფევას ცდილობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42