ჯოხთაბერიძე, რუხაძე, ჩხარტიშვილი - ივანიშვილის ფარული გეგმა და ახალი მოთამაშეები პოლიტიკაში
პოლიტიკა - 21:42, 12 Jan, 2021     1067

ბიძინა ივანიშვილის მეორედ წასვლა - ოლიგარქმა მომხრეები დაამშვიდა და დააანონსა რომ ოცნებას 5 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნა გარანტირებული აქვს, თუმცა მუშაობს იმაზეც რომ ახალი პარტია შეიქმნას, რომელიც მისივე შექმნილ ოცნებას ჩაანაცვლებს.

პოლიტიკიდან "წასვლის" შემდეგ, ივანიშვილმა ახალი გადანაწილება დაიწყო პოლიტიკაშიც და მედია ბაზარზეც.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშეები ბიზნესიდან გამოჩნდებიან. მათ შორისაა მაგთიკომის დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე და ამავე კომპანიის წილის მფლობელი ირაკლი რუხაძე.

ორივე მათგანი საზოგადოებას გასული წლის ივლისში პარლამენტში ხმაურიანი განხილვებით დაამახსოვრდა, როდესაც ისინი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებდნენ.

მაგთიკომის დამფუძნებელმა პრესსამსახურის მეშვეობით განაცხადა, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლაპოლიტიკაში გამორიცხულია.

ირაკლი რუხაძე კი აღნიშნულ საკითხზე არ საუბრობს.

ივანიშვილის კარზე კიდევ ერთი გავლენიანი ბიზნესმენი რომელმაც შესაძლოა პოლიტიკაში გადაინაცვლოს ვანო ჩხარტიშვილია. ბოლო ორი დღეა ვრცელდება ინფორმაცია რომ ოლიგარქის ფავორიტი რუსთავი2-ს ყიდულობს, რასაც ვანო ჩხარტიშვილი არ ადასტურებს.

ბიძინა ივანიშვილი პოზიციებს იძლიერებს მისივე დაფუძნებულ პარტიაშიც, რომლის თავმჯდომარეობაც გუშინ დატოვა. პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა ზრდის და ძირითადად თავისი კადრებით აკომპლექტებს.

ახალ წევრებს შორის იქნებიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი. სატელევიზიო სივრციდან პოლიტიკაში აბრუნებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელს ვასილ მაღლაფერიძესაც.

ის, თუ როგორ გადანაწილდება პარტია ქართული ოცნების მთავარ პოლიტიკურ ორგანოში ადგილები ეს შაბათის ყრილობაზე გაირკვევა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42