"ევროპული საქართველოს" წევრის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიიდან შესული 4 ოპოზიციონერი ისეთივე ოპოზიციაა, როგორიც თვითონ ჩინელი.
ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა და "ქართული ოცნების" ლიდერს, ირაკლი კობახიძეს 1995-99 წლების პარლამენტი გაახსენა, რომლის საგამოძიებო კომისიამაც დაადგინა, რომ ფრიდონ ინჯია კორუმპირებული და დასაჭერია.
"ინჯია ისეთივე ოპოზიციონერია, როგორც მე ვარ ჩინელი და ადამიანს, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ერთადერთი საზრუნავი აქვს, რომ დილას არ დაადგნენ სახლში და არ დაიჭირონ, ის ვერასდროს ოპოზიციონერი ვერ იქნება, რადგან მისი ცხოვრება მხოლოდ ამის შესალებლობას იძლევა და სხვა არაფერს. ინჯიამ და დანარჩენებმა გადაიხადეს ფული, რომ პატრიოტთა ალიანსის სიაში გამსვლელ ადგილას მოხვედრილიყვნენ", - თქვა ხათუნა გოგორიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






