ევროპული საქართელოს წევრის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთსა და იმავეს იმეორებს, თუ როგორ ოპოზიციას ისურვებდა და მიუხედავად დიდხნიანი მცდელობისა, მაინც ვერ მიაღწია თავის მიზანს.
გოგორიშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსის სიით შესული 4 დეპუტატის ოპოზიციად წოდება არის ივანიშვილის უსუსური და უტვინო მცდელობა. როგორც გოგორიშვილი აღნიშნავს, ეს 4 დეპუტატი არის იმაზე მეტი ქართული ოცნება, ვიდრე ქართული ოცნების სიით შესული დეპუტატები.
“მოსვლის დღიდან ბიძინა ივანიშვილი სულ ერთი და იგივეს იმეორებს, რომ ვის ისურვებდა ოპოზიციაში და როგორ ოპოზიციას ისურვებდა. მიუხედავად ამ დიდხნიანი მცდელობისა, მაინც ვერ მიაღწია თავის მიზანს, ოპოზიცია არასოდეს ყოფილა ისეთი შეკრული და გაერთიანებული, როგორიც არის დღეს და ეს ყველაზე მეტად ანერვიულებს ბიძინა ივანიშვილს.
მიუხედავად იმ ბოლო უსუსური და უტვინო მცდელობისა, რაც პარლამენტში განახორციელეს და სასაცილოა ვისაც გაუგონია და იცნობს, ფრიდონ ინჯია რომ ოპოზიციაში არასოდეს არ იქნება, მას მხოლოდ აწუხებს ის, რომ არ გათენდეს დღე, რომ დაიჭირონ, ის ოპოზიციონერი ვერასოდეს ვერ იქნება.
ეს არის ქართული ოცნების სცენარი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ძალიან უტვინო მცდელობა, რომ ვითომ ოპოზიცია არის პარლამენტში, სინამდვილეში იმაზე მეტი ქართული ოცნება ეს 4 პიროვნებაა, ვიდრე ქართული ოცნების სიით გასული ადამიანები, ასე რომ არაფერი ამას არ ეშველება, პარლამენტი ერთპარტიულია, ბიძინა ივანიშვილის მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს.
რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, იმისათის, რომ ამ ქვეყანას ეღირსოს ნორმალური პარლამენტი, რომელიც მიიღებს ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს და არა ივანიშვილის და მისი მარიონეტების სასარგებლო გადაწყვეტილებებს.” – განაცხადა გოგორიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






