ფლანგვის დეტექტორმა ფინანსთა სამინისტროს მიერ პანდემიის პირობებში ხუთი თვის განმავლობაში მხოლოდ საწვავში დახარჯული თანხის ოდენობა დაადგინა - 29 777 ლარი თებერვლიდან ივნისამდე მხოლოდ ამ უწყების თანამშრომლებმა ავტომობილის გადაადგილებისთვის მოიხმარეს.
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, მისმა მოადგილეებმა და თანამშრომლებმა ჯამში ამ ხუთი თვის მანძილზე 16 624 ლიტრი საწვავით მოამარაგეს ავტომობილები. დახარჯული საწვავი ერთ თვეზე 4,156 ლიტრს უტოლდება, რაც 7,444 ლარს შეადგენს.
ეს მხოლოდ პანდემიი პირობებში, როდესაც ავტომობილით გადაადგილება ძირითადად შეზღუდული იყო. თუმცა, ფლანგვის დეტექტორმა ასევე გაარკვია, რა რაოდენობის საწვავი მოიხმარა უწყებამ 2020 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე - კვლევამ აჩვენა, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელბის ავტომობილები ამ პერიოდის განმავლობაში 35 165 ლიტრ საწვავით მომარაგდა, რამაც 62 539 ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






