ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს წევრები სხვებთან ერთად ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ნაცვლიშვილიც იქნებიან.
პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა ჯანში 21-ადამინას შეადგენს, მათ შორის იქნებიან: თეა წულუკიანი, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კალაძე, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ეკატერინე ტიკარაძე, მამუკა მდინარაძე და სხვები.
ფორმულას ცნობით, პოლიტსაბჭოს წევრი არ იქნება გია ვოლსკი, ასევე ილია ნაკაშიძე, რომელმაც ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა.
გრიგოლ ლილუაშვილი ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსია.
ვასილ მაღლაფერიძე წლების განმავლობაში საზოადოებრივი მაუწყებლის დირექტორი იყო. მან ტელევიზია 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა და მიზეზად წინასაარჩევნო პერიოდში არხის მიუკერძოებლობასთან დაკაშირებული კითხვების თავიდან არიდება დაასახელა.
ლაშა ნაცვლიშვილი კი ქართული ოცნების პიარსამსახურს ხელმძღვანელობს.
ქართული ოცნების ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.
მასალის გამოყენების პირობები






