ოლიგარქის “სასტიკი გამარჯვება“ ხალხზე - “ივანიშვილის წასვლაზე უკვე ამერიკის ახალი ხელისუფლებაც ალაპარაკდა... ამას ვადამდელი არჩევნები სჭირდება“ - კემულარია
პოლიტიკა - 18:34, 11 Jan, 2021     2058
პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ წევრი კოტე კემულარია ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ მის წასვლას ვადამდელი არჩევნები სჭირდება. კემულარია იქვე, „ოცნების“ ამჟამად უკვე ყოფილი ლიდერი „გამარჯვებებზე“ საუბრობს და ვრცელ ჩამონათვალს აკეთებს:

„ბიძინა წავიდა! “ის აქ არის” - ეს ნაცვლიშვილი-კობახიძის შეგონებაა.

შესაბამისად, “ბიძინას როდესაც ვერ ხედავთ, მაშინაც თქვენთან არის” უნდათ უკვდავად აქციონ.

ახლა ბიძინას “გამარჯვებაზე”:

პანდემიის საბაბით მიტაცებული ნასესხები და ჩვენი შვილების გასასტუმრებელი მილიარდები;

განწირული მცირე ბიზნესი, ველური კორუფცია, ცარიელი ხაზინა;

ყაჩაღური საკრედიტო პოლიტიკით გაძარცული და ვალაუვალი მოსახლეობის 67%, დიდწილად ახალგაზრდობა;

დანგრეული სოციალური და ჯანდაცვა;

ერთპარტიული, კომუნისტური ვითომ პარლამენტი, მიწასთან გასწორებული ინსტიტუტები;

ოკუპანტთან უნისონში ნაწარმოები საგარეო პოლიტიკა;

ეს არის ბიძინას საკუთარ ხალხზე “სასტიკი გამარჯვების” არა სრული ნუსხა.

ამ “გამარჯვებისაგან” პასუხისმგებლობას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.

ნაცვლიშვილმა-კობახიძემ ხომ დაგვამუნათეს, “ბიძინას რომ ვერ ხედავთ, ის მაინც თქვენთან არისო”.

ბიძინას პოლიტიკიდან წასვლას კი, ვადამდელი არჩევნები სჭირდება.

ამაზე უკვე ამერიკის ახალი ხელისუფლებაც ალაპარაკდა.

ეს ჩვენი გასაკეთებელია და ერთად დგომით 2021 ში ამას აუცილებლად შევძლებთ.

ეს არის მთავარი.“ - აცხადებს კოტე კემულარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42