"ბიძინა წავიდა! ის აქ არის" - ეს ნაცვლიშვილი-კობახიძის შეგონებაა. შესაბამისად, ბიძინას როდესაც ვერ ხედავთ, მაშინაც თქვენთან არის უნდათ უკვდავად აქციონ", - ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ერთ-ერთი ლიდერი, კოტე კემულარია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას.
კემულარიას განმარტებით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან ერთად ვადამდელი არჩევნებია საჭირო, რაზეც ამერიკის ახალი ხელისუფლებაც ალაპარაკდა.
„ახლა ბიძინას “გამარჯვებაზე”: პანდემიის საბაბით მიტაცებული ნასესხები და ჩვენი შვილების გასასტუმრებელი მილიარდები; განწირული მცირე ბიზნესი, ველური კორუფცია, ცარიელი ხაზინა; ყაჩაღური საკრედიტო პოლიტიკით გაძარცული და ვალაუვალი მოსახლეობის 67%, დიდწილად ახალგაზრდობა; დანგრეული სოციალური და ჯანდაცვა; ერთპარტიული, კომუნისტური ვითომ პარლამენტი, მიწასთან გასწორებული ინსტიტუტები; ოკუპანტთან უნისონში ნაწარმოები საგარეო პოლიტიკა - ეს არის ბიძინას საკუთარ ხალხზე “სასტიკი გამარჯვების” არასრული ნუსხა. ამ “გამარჯვებისგან” პასუხისმგებლობას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. ნაცვლიშვილმა-კობახიძემ ხომ დაგვამუნათეს, “ბიძინას რომ ვერ ხედავთ, ის მაინც თქვენთან არისო”. ბიძინას პოლიტიკიდან წასვლას კი, ვადამდელი არჩევნები სჭირდება, ამაზე უკვე ამერიკის ახალი ხელისუფლებაც ალაპარაკდა. ეს ჩვენი გასაკეთებელია და ერთად დგომით 2021-ში ამას აუცილებლად შევძლებთ. ეს არის მთავარი” - აცხადებს კოტე კემულარია.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების"თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.
მასალის გამოყენების პირობები






