ივანიშვილი იმ სამომავლო პრობლემებს გაექცა, რომელიც ქვეყანას უახლოეს მომავალში ელის წინ - ალეკო ელისაშვილი
პოლიტიკა - 16:01, 11 Jan, 2021     803

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილი იმ სამომავლო პრობლემებს გაექცა, რომელიც ქვეყანას უახლოეს მომავალში ელის წინ:

"ჩემი აღქმით ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა წავა, არ ვიცი წავა-არ წავა, მაგ კაცს მტერი ენდო, დატოვებს ოდნავ უფრო პლურალისტურ ქვეყანას გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით და გაცილებით უფრო ღარიბ და უპერსპექტივოს, ვიდრე ჩაიბარა 2012 წელს. ეს არის რეალობა და თუ მართლა გადაწყვიტა წასვლა, დიდი ალბათობით მხოლოდ იმიტომ, რომ გაექცეს იმ სამომავლო პრობლემებს, რაც ამ ქვეყანას ელის წინ უახლოეს მომავალში. უბრალოდ ვერ გაართვა თავი ქვეყნის წინსვლას, პერსპექტიულ, წარმატებულ ქვეყნად ჩამოყალიბებას და უბრალოდ უნდა ქუდი დაიხუროს და წავიდეს," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, თუ ივანიშვილი ფორმალურად არ წასულა და ის მართლაც ტოვებს პოლიტიკას, ამას ყველა მალე დაინახავს, რადგან ცვლილებები აშკარა იქნება:

"პირველ რიგში თუ მართლა ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ჩვენ ამას დავინახავთ იმიტომ, რომ ისეთ ცენტრალიზებულ მართვის სისტემაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, თუ ზევიდან იერარქი წავიდა, მართლა წავიდა, ჩვენ დავინახავთ ბევრ ცვლილებას. ეს იქნება თანამდებობების ცვლილება და ზოგადად ურთიერთობის, დამოკიდებულების ცვლილება, ამიტომ ეს ძალიან მალე გამოჩნდება წავიდა თუ არა. თუ ასეთი ცვლილებები არ მოხდა, თუ ჩვენ დავინახეთ, რომ მთავრობა იგივე დარჩა, პოლიტიკური პროცესები იგივე სტილში იმართება, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ეს ფორმალური ნაბიჯი იყო, დე ფაქტო ივანიშვილი დარჩა მმართველობაში, უბრალოდ ფორმალური თანამდებობები დატოვა," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42