"ოცნებას" თავისი ამომრჩეველი ჰყავს და არჩევნებში ხალხმა მას ივანიშვილის გამო მისცა ხმა, ახლა კი ის "ითესება" - უგულავა
პოლიტიკა - 14:45, 11 Jan, 2021     736
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ტვ პირველის ეთერში ივანიშვილის მოულოდნელ გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ უპასუხისმგებლობად აფასებს და აცხადებს, რომ მან ქვეყანა მარტო დატოვა იმ პრობლემების წინაშე, რომელიც თავად შეუქმნა ხალხს. უგულავას განცხადებით, ხალხმა არჩევნებში სწორედ მას მისცა ხმა და არა ოცნების გუნდის სხვა წევრებს:

"მე ბრჭყალებში ჩავსვამდი სიტყვა "წასვლას", იმიტომ, რომ ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავა მასინ, როდესაც მისი დატოვებული ხალხი მთავრობას და უმრავლესობას ვგულისხმობ, ასევე წავა ოპოზიციაში. ერთის მხრივ, ეს არის ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ეს ადაიანი რვა წელიწადია აკეთებს, მეორეს მხრივ კი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობა და სისუსტის გამოვლინება, როდესაც, მიუხედავად მიტაცებული ხელისუფლების ყოლისა, პასუხისმგებელია ის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე - მძვინვარებს პანდემია, სისტემა ჩამოშლილია, ეკონომიკა კოლაფსშია, ლარი გაუფასურებული, ქვეყანას კრიმინალი ჭამს, სასამართლო მონსტრების კორპორაციას დაემსგავსა, ვალი არნახულად გაზრდილია და ეს ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა გადავიხადოთ - ეს არის ქვეყანა, რომელსაც ივანიშვილი ტოვებს.
ივანიშვილი არსად წასულა, მან კიდევ ერთხელ გააწნა სილა ქართულ საზოგადოებას და უთხრა - თქვენ ჩემთვის არაფერს წარმოადგენთ. მოიხსნა პასუხისმგებლობა ყველა პრობლმაზე, რომელიც ქვეყანაშია. ის კი არ მიდის, გაურბის პრობლემებს, რომელიც მეტწილად თავად შექმნა. მე რაც არ უნდა არ მომწონეს "ქართული ოცნება" და მიუღებლად მიმაჩNდეს ივანიშვილი, ბუნებრივია, მას თავისი ამომრჩეველი ჰყავს, ამ ამომრჩევლისგან ბევრ რამეში განვსხვავდებით, მაგრამ ერთი რამ საერთო გვაქვს, რაშიც დამეთანხმებიან ისინიც - მათ ივანიშვილს მისცეს ხმა და არა კობახიძეს და ელისო ბოლქვაძეს. მთავარი ფაქტორი, რის გამოც ამომრჩეველმა ოცნებას მისცა ხმა, ივანიშვილია, ის კი "ითესება" და ამ პარლამენტს და ამ ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტად უდგება ლეგიტიმაციის პრობლემა" - განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერია ინფორმაცია.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42