არ გამოვრიცხავ, მას მართლა უნდოდეს პოლიტიკისგან დისტანცირება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევა - ჩიხლაძე ივანიშვილის წასვლაზე
პოლიტიკა - 14:29, 11 Jan, 2021     654

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

ჩიხლაძის შეფასებით, საკუთარი იმიჯის და ქონების გადარჩენა ბიძინა ივანიშვილისთვის პირველი პრიორიტეტია.

ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ არ გამოვრიცხავს, რომ ივანიშვილს მართლა უნდოდეს პოლიტიკისგან დისტანცირება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევა,


"ივანიშვილის წასვლა, თუ ეს რეალური წასვლაა, ისეთი გამოწვევების ფონზე, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისი, კორონა კრიზისი და პოლიტიკური კრიზისი, უფრო გავს პასუხისმგებლობის მოშორებას და გაქცევას ჩასაძირად გამზადებული გემიდან, რომლის სახელიცაა ქართული ოცნება. ფაქტიურად ვხედავთ, რომ ამ გემის კაპიტანი პირველი გარბის ამ გემიდან.

ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ მზარდ ზეწოლას ქართულ ოცნებაზე აშშ-დან, ევროკავშირიდან და ამ ფონზე, ამ ნაბიჯით ის ცდილობს გაემიჯნოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დასავლეთის თვალში და ამით გარკვეულწილად სახე შეინარჩუნოს. მოგეხსენებათ, რომ მისი კაპიტალის უდიდესი ნაწილი ზუსტად დასავლეთშია დაბანდებული. აქედან გამომდინარე მისთვის მისი ფინანსური იმპერიის გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს და მისი მოქალაქეების კეთილდღეობა და განვითარება.

არ დაგვავიწყდეს აგრეთვე, რომ ამ ე.წ. წასვლას წინ უძღოდა ამერიკის კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ძალიან მკვეთრი განცხადება ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების აუცილებლობაზე და სამართლიანი არჩევნების დანიშვნაზე. სავარაუდოდ, ესეც მკაფიო გზავნილია ივანიშვილისთვის. ასევე, სენატორების განცხადება, რომ 2012 წელს საქართველოში განხორციელდა არჩევნების გზით მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარება და რომ ეს არის კარგი მაგალითი.

ერთი მხრივ, ის ხედავს, რომ ვერცერთ ამ კრიზისს ვერ გაუმკლავდება ქართული ოცნების გუნდი და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება ქვეყანაში. ამის ფონზე მას აღარ სურს ამ წარუმატებელ გუნდთან საკუთარი თავის გაიგივება და ისედაც დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო დაზიანება. მეორე მხრივ, უახლოესი თვეები დაგვანახებს რამდენად რეალურია ეს წასვლა და ხომ არ იქნება ესეც პარტიის არაფორმალურად მართვის სტილზე გადასვლა. ივანიშვილი მთელ ქვეყანას მართავს არაფორმალურად, ისე რომ არცერთი პოსტი არ უკავია და პარტიის მართვაც იგივე სქემით არ გაუჭირდება. მითუმეტეს, რომ ადრეც გვინახავს მსგავსი სცენარი, როდესაც ივანიშვილი თითქოს წასულა თავმჯდომარეობიდან, მაგრამ ქვეყნის და პარტიის რეალურ მართვას მაინც ის ახორციელებდა. თუმცა, ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არ იყო ასეთი მწვავე კრიზისი და ქართული ოცნების და პირადად ივანიშვილის რეპუტაცია არ იყო ასე დაზარალებული. ახლა კი სიტუაცია კარდინალურად განსხვავებულია და საკუთარი იმიჯის და ქონების გადარჩენა პირველი პრიორიტეტია ივანიშვილისთვის. ამიტომ, არ გამოვრიცხავ რომ მას მართლა უნდოდეს პოლიტიკისგან დისტანცირება და საკუთარი პასუხიმგებლობისგან გაქცევა" - სერგო ჩიხლაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42