რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე - საპროტესტო აქცია სტატუსშეჩერებული სტუდენტების მხარდასაჭერად
პოლიტიკა - 14:19, 11 Jan, 2021     848

ორგანიზაციებმა „პროგრესის ცენტრი“ და ანა დოლიძე - მოძრაობა „ხალხისთვის“, ორგანიზაცია „მწვანეებთან“ ერთად სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხთან დაკავშირებით დუმილის აქცია გამართეს. ახალგაზრდებმა სხვადასხვა უნივერსიტეტთან, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სტიკერები გააკრეს წარწერით „75 000“ და „რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე“. აქციის მონაწილეებმა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა და სწავლის გადასახადის განახევრება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

„პროგრესის ცენტრის“ თავმჯდომარის, ელენე ელბაქიძის განცხადებით, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, რათა ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ.

„18 დეკემბერს პარლამენტში ჩვენ შევიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა და 22 დეკემბერს მივმართეთ 4 ძირითადი კითხვით, გავმართეთ აქცია პერფორმანსი, შევაგროვეთ 10 000 ხელმოწერა პეტიციაზე, რომელიც ეხება სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს. ამ საკითხს გამოეხმაურა ბევრი პოლიტიკური პარტია და პარტიების ახალგაზრდული ფრთები, რაც ხაზს უსვამს, რომ ეს პოლიტიკურად აქტიური პრობლემაა. სამწუხაროდ ხელისუფლება ისევ დუმს, ამიტომ დღეს ჩვენ ვმართავთ დუმილის აქციას და გავაგრძელებთ ბრძოლას“. - ამბობს ელენე ელბაქიძე.

„პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლის, მაკა ტოხიშვილი ინფორმაციით, 3 უნივერსიტეტი უკვე წავიდა გარკვეულ დათმობებზე, რაც ცენტრის აქტივობების შედეგია.

„ჩვენ როგორც უფლებადამცველ ორგანიზაციას ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში მოგვმართა უამრავმა სტუდენტმა სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩვენ წარვადგინეთ ინიციატივა, საკანონმდებლო ორგანოსთვის და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებასაც იმ თვალსაზრისით, რომ სამი უნივერსიტეტი წავიდა უკვე დათმობაზე“. - აღნიშნა მაკა ტოხიშვილმა.

„მწვანეების“ წარმომადგენლის ანა აფაქიძის თქმით, ერთი თვეა რაც ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესის ცენტრთან თანამშრომლობენ და იზიარებენ მათ მოთხოვნებ, რომ განახევრდეს სწავლის გადასახადი და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს აღუდგეთ სტატუსი.

„ვინაიდან ჩვენს ორგანიზაციაში ბევრი სტუდენტია და საკუთარ თავზე გამოვცადეთ ეს პრობლემა, გადავწყვიტეთ, რომ ჩავრთულიყავით ამ ბრძოლაში. პანდემიის ფონზე უამრავმა სტუდენტმა დაკარგა სამსახური და ვეღარ ახერხებენ სწავლის გადასახადის დაფარვას, რაც მათი პირადი პასუხისმგებლობა არ არის. ონლაინ სწავლებიდან გამომდინარე უნივერსიტეტს უამრავი რესურსი და ხარჯი შეუმცირდა, და შესაბამისად საჭიროა, რომ სწავლის საფასურიც განახევრდეს“ - აცხადებს ანა აფაქიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42