"ერთიანი საქართველოს" ლიდერი , ნინო ბურჯანაძე ეხმაურება ბიძინა ივაიშვილის პოლიტიკიდან წასვლას და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხი მოატყუა, რადგან 31 ოქტომბერს ხმა მას მიცეს და არა კობახიძეს და მდინარაძეს.
ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მისთვის მოულოდნელი არ იყო.
„დიდი ხანია ვიცოდით, რომ მსგავსი წერილი უნდა გამოქვეყნებულიყო. მე პირადად, ეს არჩევნების პერიოდშიც ვიცოდი და ამაზე საუბარი იყო. ველოდი, უბრალოდ, დრო ზუსტად არ ვიცოდი. ამ წერილმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის სიყალბე, რომელშიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილის გამო ვცხოვრობთ. ახლა, ძალიან მინდა შევხედო იმ ადამიანებს, ვინც 31 ოქტომბერს ხმას ბიძინა ივანიშვილის აძლევდა. არა ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს. მაჟორიტარების „ამჯანყელებელს“ დიმიტი ხუნდაძეს, არამედ ბიძინა ივანიშვილს აძლევდა ხმას. ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილმა ხომ მოატყუა? მან ხომ იცოდა, რომ ამ ნიბიჯის გადადგმას აპირებდა და ელჩებს პირდებოდა კიდეც, რომ ახლა არჩევნებს ჩავატარებ და მერე წავალო. ამ ადამიანებს, რატომ არ უთხრა, რომ ის არჩევნების შემდეგ წასვლას აპირებდა. ეს არ არის ტყუილი?! არ არის სიყალბე, როდესაც 31 ოქტომბერს ადამიანებმა ივანიშვილს მისცეს ხმა და ხელში შერჩათ კობახიძე და ხუნდაძე? ეს არის ტყუილი და ძალიან უსინდისო ნაბიჯი საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
მასალის გამოყენების პირობები






