ივანიშვილი საკუთარი ქონების გადარჩენას ცდილობს? - ოლიგარქმა მხოლოდ ასაფრენი ბილიკი დაიტოვა, სხვა ყველაფერი კი მისივე ფონდს გადაუფორმა
პოლიტიკა - 11:16, 11 Jan, 2021     1495

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასასვლელად მზადება გასული წლის ბოლოდან დაიწყო - 2020 წლის 28 დეკემბრიდან ის ქონების გადაფორმებას შეუდგა. ოლიგარქმა მისი ყველაზე ძვირადღირებული ქონება უკვე გადააფორმა - სოლოლაკის სასახლე, პანორამა თბილისი, მრავალმილიონიანი სასტუმროები, მიწები და ბიზნესები - ეს ყველაფერი ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სახელზე გააფორმა, მის სახელზე კი მხოლოდ სოლოლაკის რეზიდენციისვერტმფრენისთვის განკუთვნილი ასაფრენი მოედანი დატოვა.

სოლოლაკის რეზიდენცია, რომელიც მან 2000-ან წლებში ააშენა და სადაც ის და მისი ოჯახი ცხოვრობდა, საკუთარი კომპანიიდან 31 დეკემბრამდე ჰქონდა ნაქირავები, ახლა კი იქ ცხოვრებას ვეღარ შეძლებს, რადგან აღარც კომპანიაა მის საკუთრებაში და არც იჯარი სარგებლობს.

რატომ გადაწყვიტა ოლიგარქმა საკუთრების გადაფორმება და ხომ არ ცდილობს ის ამით თავისი ქონების გადარჩენას - ოპოზიცია გამოთქვამს ვარაუდს, რომ ივანიშვილს ეშინია სანქციების და ეს ფინანსური მაქინაციებიც სწორედ ამას ემსახურება. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფორმალური მხარეა და ოლიგარქი ისევ ქვეყნის არაფორმალურ მმართველად რჩება:

„ბიძინა ივანიშვილს დიდი ხანია ეშინია სანქციების და, რა თქმა უნდა, მის მიერ ბიუჯეტის ფულით დაქირავებული ლობისტები აქტიურად მუშაობენ, რომ შავ სიაში არ იყოს შეყვანილი, მაგრამ ასევე უნდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ „ქართუც“, რომელზეც გადააფორმა მან ქონება, ისიც არის ობშორებზე გადაფორმებული, რომელიც ასევე ივანიშვილს ეკუთვნის, ასე რომ ის სანქციებს ვერ დაუსხლტება ხელიდან“ - განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

„სამართლებრივად ის მესაკუთრედ არ ჩაითვლება, თუმცა, რეალურად, ყველას კარგად გვესმის, რომ ის კვლავ გააგრძელებს ამ ქონების ფლობას. ის ხელებს იბანს, როგორც პოლიტიკურ პროცესზე, ასევე უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისსა და სიღარიბეზე, რომლის შექმნაშიც სწორედ თვითონ არის პასუხისმგებელი. შესაძლო სანქციები, სხვადასხვა ტიპის ფინანსური პასუხისმგებლობის დაზღვევის შემთხვევაში ივანიშვილის ეს ქონება იქნება სრულად დაცული, იიტომ, რომ ის აღარ ითვლება ამ ქონების მესაკუთრედ. ამით ბიზნესგარემოს და მის საინვესტიციო გარემოს ის მნიშვნელვნად აზიანებს და თავად უსვამს ხაზს, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთებაამ ეტაპზე, სამწუხაროდ, არის შეუძლებელი“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ.

მმართველ გუნდში კი ივანიშვილის მიერ საკუთარი ქონების გადაფორმებას მის ქველმოქმედ ხასიათს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ეს საქციელი მის უანგარობას გამოხატავს:

„ბიძინა ივანიშვილმა უანგარო სამსახური გაწია ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისთვის, შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ამ ყველაფერს. მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც რაიმე ინფორმაცია შეიძლება მქონდეს გარკვეულ ფინანსურ ტრანზაქციებთან“ - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

ივანიშვილის საკუთრებაში მხოლოდ ორი შენობა - ჭორვილასა და აბასთუმანში მდებარე სახლები დარჩა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42