"ერთად დგომისკენ მოგვიწოდებენ საქართველოს მეგობრები... ენმ უმოკლეს ვადებში ბევრად უფრო მასშტაბურად წარსდგება და ეს პროცესი იქნება გადამდგები დანაერჩენი ოპოზიციისთვის" - ნიკა მელია კონგრესმენის განცხადებაზე
პოლიტიკა - 21:19, 10 Jan, 2021     1144
ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია კონგრესმენ მიქსის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოში, სამართლიანი არჩევნებით, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილებაზე საუბრობს.

მელია წერს, რომ ერთიანობისკენ ახლა ქართულ საზოგადოებას ქვეყნის მეგობრები მოუწოდებენ და ენმ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი ბევრად უფრო მასშტაბური და ერთიანი გახდეს:

"აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, გარკვევით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამბობს, რომ უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რაც მხოლოდ ერთიანობით - ხალხის ერთად დგომით მიიღწევა.

„გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს“- ამბობს იგი და პირდაპირ მოგვიწოდებს: „ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველყოთ, შენარჩუნდეს დემოკრატია და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს“.

ერთიანობისკენ მოგვიწოდებენ შინ თუ გარეთ - ქართველი ხალხი, საქართველოს მეგობრები.

პოლიტიკური გამოცდილებაც, ალღოც გვკარნახობს იგივეს - ერთიანობის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია!

ერთიანობისკენ, ერთად დგომისკენ მოგვიწოდებს ჩვენი ისტორიაც.

მხოლოდ მტერი (გარეული თუ შინაური) ცდილობს ჩვენს დაქსაქსვას და გათითოკაცებას.

ჩვენ, ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი ჯერ ჩვენში წარიმართოს აქტიურად და კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური პარტია გავხდეთ - მეტი წევრებით, მეტი მხარდამჭერებით! მეტ ადამიანს, მეტ იდეებს გავუღოთ პარტიის კარი!

ეს პროცესი ბიძგს მისცემს, გადამდები იქნება დანარჩენი ოპოზიციისთვის და კიდევ უფრო გაგვიადვილებს კონსოლიდაციას.

ენმ, უმოკლეს ვადებში, საზოგადოების წინაშე წარვსდგებით ბევრად უფრო სოლიდურად და მასშტაბურად.

ძალა ჩვენს ერთიანობაშია, ძალა ჩვენს სიმართლეშია! - წერს ნიკა მელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42