"ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერი, მამუკ ამდინარაძე Facebook-ზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრეგორი მიკსის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ქართველმა კოლეგებმა ყურადღება თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველყოფაზე უნდა გაამახვილოს.
მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა ამერიკელი კონგრესმენის "ზოგადი პასუხი" არასწორად გამოიყენეს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკელი კონგრესმენის ზოგადი პასუხი (რომელსაც ბუნებრივია ყველა ეთანხმება), ქვეყნის შიგნით ზოგიერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ ისე იქნა გამოყენებული, თითქოს ეს კონკრეტულ მოცემულობას შეეხებოდა.
პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას კონტექსტის გაყალბების პრაქტიკაც დაემატა",-წერს მდინარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






