მომავალ თვეებში დასავლელი პარტნიორების ტონი ქართული ოცნების მიმართ სულ უფრო კრიტიკული გახდება - სერგო ჩიხლაძე
პოლიტიკა - 00:37, 11 Jan, 2021     1023


აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, გრეგორი მიკსის განცხადებას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ეხმიანება და აცხადებს რომ, ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი "ქართული ოცნებისადმი".

"კონგრესის საგარეო კომიტეტის თამჯდომარის ბატონი მიკსის განცხადება იმის თაობაზე, რომ „უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და მოხდეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა" არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი "ქართული ოცნებისადმი". მანამდე ამას წინ უძღოდა სახელმწიფო დეპარატმენტის ძალიან მკვეთრი და კრიტიკული დასკვნა 31 ოქტომბრის არჩევნებზე, ასევე, ელჩების და ევროპარლამენტარების კრიტიკული განცხადებები "ქართული ოცნების" ბოლო დროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებზე და მიმდინარე მოლაპარაკებებზე.მიკსის ეს განცხადება არის ასევე დასავლელ პარტნიორებთან ოპოზიციის ორთვიანი აქტიური მუშაობის შედეგიც. ხშირად ისმის შეკითხვა რას აპირებს ოპოზიცია ან რა არის ოპოზიციის გეგმა, როდესაც ხელისუფლება არ მოდის მოლაპარაკებებზე და კომპრომისზე?"სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ ვმუშაობთ პარალელურად რამდენიმე მიმართულებით. ერთი მიმართულება, ეს არის შიდა პარტიული სტრუქტურის გაძლიერება და ადამიანური რესურსების მოზიდვა. მეორე მიმართულება, ეს არის საერთო ოპოზიციურ ფლანგზე სხვა პარტიებთან კონსულტაცია და პოზიციების შეჯერება და მესამე, ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, პირველ რიგში აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან პროაქტიული კომუნიკაცია და მათთან მოლაპარაკებები. ახლაც, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე იმყოფება აშშ-ში და არაოფიციალურ შეხვედრებს მართავს აშშ-ის სენატის, კონგრესის და სახელმწიფო დეპარტემენტის წარმომადგენლებთან. გარდა დეტალური ინფორმაციის მიწოდებისა, ჩვენი საზღვარგარეთელი პარტნიორები და მეგობრები დაინტერესებულები არიან რომ საქართველოში ოპოზიციის სახით მათ ჰყავდეთ სანდო და საიმედო პარტნიორი. "სტრატეგია აღმაშენებელი" კვლავ გააგრძელებს როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს საკითხების ლობირებასა და ინტერესების დაცვას" - სერგო ჩიხლაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42