საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გამაფრთხილებელი წერილი ლანჩხუთის „გურიას“
სპორტი - 18:00, 03 Dec, 2013     5035

3 დეკემბერს, სფფ-ის ოფისში ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის დაგეგმილი სხდომა გაიმართა.

აღმასკომის წევრებმა სხდომა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ საკითხის განხილვით დაიწყეს. მოცემულ ეტაპზე, კლუბში მძიმე იურიდიული და ფინანსური პრობლემებია. ფეხბურთელებს არ აუღიათ 5 თვის ხელფასი და აქედან გამომდინარე, ისინი გაფიცვას აპირებენ. ამასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციას, „გურიას“ ფეხბურთელების სახელით, საგანგებო წერილით მიმართა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარე - ბესო აბაშიძემ, სადაც ასოციაცია და ფეხბურთელები ფედერაციას მათი უფლებების დაცვას სთხოვენ.

აღმასკომი დიდხანს განიხილავდა ამ საკითხს და საბოლოოდ, კომიტეტმა შეიმუშავა წერილი, რომელიც გაეგზავნა ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორს - კობა მირზაშვილს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს - ამირან გიგინეიშვილსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს - ზაზა ურუშაძეს. წერილში  ნათქვამია:

„მოგახსენებთ, რომ 2013 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა განიხილა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარის წერილი საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ფეხბურთელების მიმართ კლუბის მხრიდან კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო, რომელიც გამოიხატა 5 თვის ხელფასის გადაუხდელობაში, რაც შემდეგში შესაძლოა აისახოს ფეხბურთელების გაფიცვაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კატეგორიულად მოითხოვს, უმოკლეს ვადაში კლუბის უფლებამოსილი პირებისგან წინამდებარე წერილში აღნიშნულთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას და ფეხბურთელთა კანონის შესაბამისი უფლებების დაცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმოქმედებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩემპიონატის დებულების შესაბამისად.“

„ფიფა და უეფა ჩვენ პირდაპირ გვავალდებულებს, რომ დავიცვათ ფეხბურთელთა უფლებები. ჩვენ არ გვინდა, რომ ლანჩხუთის „გურიასთან“ მიმართებაში სიტყვა „თუ“ არსებობდეს, რადგან ეს გუნდი ჩემპიონატის ლიდერებს შორისაა და ასპარეზობა აუცილებლად უნდა გააგრძელოს. სწორედ, ამიტომ მივეცით კლუბს ამ პრობლემების მოსაგვარებლად ათდღიანი ვადა“ - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ.

ამის შემდეგ, აღმასკომმა დაამტკიცა სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების კომიტეტისა და ლიცენზირების სააპელაციო ორგანოს შემადგენლობები.

სხდომის ბოლო საკითხად კი, ფედერაციის პრეზიდენტმა აღმასკომს გააცნო იდეა 20-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ჩატარების შესახებ, რომელიც უპირველესად, ასაკობრივი ნაკრებებისთვის მომზადებული ფეხბურთელების მიწოდებას მოემსახურება. აღმასკომმა იდეა მოიწონა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემპიონატის პროექტი მოამზადონ სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ და გენერალურმა სამდივნომ. ამის შემდეგ, პროექტი განსახილველად კვლავ აღმასკომს წარედგინება. ჩემპიონატის ჩატარების ყველა ხარჯს სფფ გაიღებს. კლუბებს კი, დაევალებათ ჩემპიონატში გუნდების გამოყვანა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მხოლოდ 17-20 წლის ფეხბურთელებით.

ეს ჩემპიონატი ჯერ კიდევ გასულ სეზონში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მოხდა ისე, რომ გათვალისწინებული თანხა უმაღლეს ლიგას მოხმარდა და შესაბამისად, ეს იდეა აქამდე ვერ განხორციელდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42