ანაქსიოს! ანაქსიოს! ანაქსიოს! - თეოლოგების ნაწილი მეუფე იოანეს პასუხობს
ქართველ თეოლოგთა ნაწილი ანტისემიტურ ქადაგებაში ბრალდებულ მიტროპოლიტ იოანეს, რომელმაც თეოლოგები ცილისწამებაში დაადანაშაულა, წერილით პასუხობს და მას ნებისმიერი ფორმატის დებატებში იწვევს, რათა საზოგადოებამ ობიექტურად განსაჯოს მოცემული ვითარება.
თეოლოგთა წერილს გთავაზობთ უცვლელად:
გამომდინარე იქიდან, რომ ვიცნობთ რა თქვენს სულმდაბალ ხასიათს, პარანოიდულ გამოხტომებს, კრემლისტურ ტრფიალებასა და პროფანირებულ ღირებულებებს, ნაკლებად გვაქვს იმედი, რომ ოდესმე ადექვატური იქნებით და ჩვენს რომელიმე გზავნილს სწორად აღიქვამთ. თქვენი ქმედებებიდან ვრწმუნნდებით, რომ კრიტიკა არათუ გრგებთ და რეფლექსიის საშუალებას გაძლევთ, არამედ კიდევ უფრო მეტად გაჯიუტებთ და ჩვენც იმედგაცრუებულებს გვტოვებს, რათა აქამდე არ დავყევით ბიბლიურ შეგონებას თქვენთან ოპონირების გზაზე - "რეგვენი სანაყავში რომც ნაყო, სირეგვნე მაინც არ მოსცილდება" (იგავ. 27,22).
ისღა დაგვრჩენია გვრცხვენოდეს, რომ ოდესღაც ჩვენი პედაგოგი იყავით თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში!
მიგვაჩნია, რომ თქვენზე სამარცხვინო, ნეოსადუკეველი, კოლაბორაციონისტი და რენეგატი მმართველი არასდროს ჰყოლია ქუთაის-გაენათის კათედრას, რომელზედაც თავის დროზე ბრწყინავდნენ თქვენგან შეყვარებულ რუსთაგან დევნილნი და წამებულნი: წმ. დოსითეოზ ქუთათელი, წმ. ექვთიმე გაენათელი და წმ. გაბრიელი (ქიქოძე)! დიახ, სწორედ თქვენისთანებზე სჩიოდა ნეტარი იერონიმე: "ყველა ეპისკოპოსი არ არის ჭეშმარიტი ეპისკოპოსი. გახსოვდეს, რომ მოციქული იყო როგორც პეტრე, ასევე იუდაც. საეკლესიო ხარისხი ადამიანს არ აქცევს ნამდვილ ქრისტიანად".ჩვენ ვერ ავყვებით უღირსი ეპისკოპოსის გველურ სისინსა და მზაკვრულ სიტყვაობას! თუმცაღა იმისათვის, რომ საზოგადოებამ ობიექტურად და პირუთვნელად განსაჯოს მოცემული ვითარება, გიწვევთ საჯარო დებატებში, ნებისმიერ ფორმატში, სატელევიზიო ეთერით და გთავაზობთ საეკლესიო სამართლის შუქზე პოლემიკას, ჩვენს ეპისტოლეში წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ ცილისმწამებლური სიცოფით "წარმართთაგან ქვებისა და ტალახის სროლა" უწოდეთ და თეოლოგიური განათლების მიღებაც წამოგვაყვედრეთ. არადა ქვა და ტალახი სახელდობრ თქვენი და თქვენი უღმერთო კოლეგების დაყრილია და არ ელოდით, რომ "ნაკურთხი განათლებით" უკან დაუბრუნდებოდათ. მართალია, იდეოლოგიზებული სისტემისა და კონიუნქტურისაგან "ნაკურთხი განათლებისთვის" ობიექტურობა და განსჯა შეუფერებელია და სხვაგარ შეფასებას თქვენგან არც მოველოდით!
დარწმუნებულნი ვართ, რომ საკუთრივ თქვენისთანებს გულისხმობდა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, როცა მამხილებელი საყვირით ამბობდა: “ლომი, იქედნე, გველი უფრო დიდსულოვანნი და თავმდაბალნი არიან ამპარტავან ეპისკოპოსებთან შედარებით, რომლებშიც სიყვარულის ნაპერწკალიც კი არ არის. კარგად შეხედე და შენ ცხვრის ტყავში მგელს აღმოაჩენ. და თუ იგი მგელი არ არის, მაშინ დამიმტკიცოს ეს არა სიტყვებით, არამედ საქმით. ჩემთვის ფასი არა აქვს იმ სწავლებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოვრებას..."ისღა დაგვრჩენია, ერთხმად შემოგძახოთ: ანაქსიოს! ანაქსიოს! ანაქსიოს!"
თეოლოგები:
ზვიად ცაბაძეგიორგი ტიგინაშვილივლადი ნარსიაგოჩა ბარნოვიგურამ ლურსმანაშვილივანო შოშიაშვილიმიხეილ ნებიერიძედავით ნებიერიძეგიორგი გეგუჩაძერატი ბიგანიშვილიგურამ პაპავაგოგა ესიავა
ეკლესიის ისტორიის მკვლევარები:
ბექა ჭიჭინაძეშოთა მათითაშვილი
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






