ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია, კიდევ ერთხელ გახდა ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირების სამიზნე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ბენსუდა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამ სიტყვებით მოიხსენია:
"კორუმპირებული, პოლიტიზებული და არაკომპეტენტური" - დაწერა პომპეომ "ტვიტერზე".
შეგახსენებთ, აშშ-მა ბენსუდას სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც ჰააგის სასამართლომ 2003 წელს ავღანეთში თითქოსდა ჩადენილი დანაშაულების გამო სისხლისსამართლებრივი დევნის დადგენილება გამოიტანა ამერიკელი ჯარისკაცების მიმართ.
მაიკ პომპეოს გამოცემული ბრძანების მიხედვით, ავღანეთში მებრძოლი ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, ჰააგის სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას ფინანსური სანქციები ეკისრება და ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება.
შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუსს არ აღიარებს და ამ წესდებით გამოძიებულ საქმეებს არალეგიტიმურად ცნობს.
ფატუ ბენსუდა სისხლის სამართლის სხვა საქმეებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულს უკვე 4 წელია იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები






