ოკუპირებულ აფხაზეთში გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კომპანია „ჩერნომორენერგოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ავარიულად გაითიშა "ფსოუ 220", რომლითაც ოკუპირებული სოხუმი და აფხაზეთის დასავლეთ ნაწილი ფსოუმდე ელექტროენერგიით მარაგდებოდა.
დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ძველი გაგრის ტერიტორიაზე გამთენიისას ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის ლოკალიზების მიზნით ტყეც გაიჩეხა, ხანძარი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს რამდენიმე დღეა უშედეგოდ ებრძვიან. ოფიციალურმა თბილისმა დე-ფაქტო ხელისუფლებას დახმარება შესთავაზა, თუმცა თვითაღიარებული სახელმწიფოს მთავრობამ შეთავაზებაზე ცივი უარი განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






