ეს არის ერთპარტიული პარლამენტი და ამ ხალხის იქ შესვლა ერთპარტიულობის დადასტურებაა - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 14:09, 09 Jan, 2021     1023

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" წევრების შესვლასა და ოცნების მხრიდან ინფორმაციის გაჟღერებას, თითქოს პარლამენტს უკვე ოპოზიციაც ჰყავს.

ბოკერიას განცხადებით, პარლამენტი ახლა უფრო ერთპარტიულია და ეს სწორედ ალიანსის წევრების შესვლამ დაადასტურა:

"ეს არის ერთპარტიული პარლამენტი და ამ ხალხის შესვლა პარლამენტში არის დადასტურება ერთპარტიულობის. ის უტიფრად სამარცხვინო და სასაცილო „ნიუს ლეთერი“, რაც ჩვენს პარტნიორებს ზეიმით დაუგზავნა მთავრობამ, ნახეთ, რა კარგი, პროდასავლური ხალხი შემოვიდა პარლამენტშიო, არის დასტური ამ სამარცხვინო ერთპარტიული პარლამენტის, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. პარლამენტი ახლა კიდევ უფრო ერთპარტიულია. ზოგჯერ რაღაცის უარყოფით კიდევ უფრო ხაზს უსვამ იმას, რაც ხარ. მე რაც ვთქვი, აქედან გამომდინარე, ისინი ოპოზიციურ ნაწილში შეიძლება განვიხილოთ? - არა! ამის ზეიმით აღნიშვნა აჩვენებს რა დონის დიპლომატიასთან გვაქვს საქმე. ეს არის კატასტროფა, შინაარსს თავი რომ დავანებოთ. თუ არ ვცდები, ივანიშვილის ახალი ვარსკვლავი კუჭავა არის ამის კურატორი. ეს ცალკე ამბავია კომპეტენციის, რომ დასაცინი ხარ, როცა ასე ლაპარაკობ. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ზეიმი არის ერთპარტიულობის დადასტურება და კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.

ოპოზიციას შორის კონსულტაციები არ შეწყვეტილა. ჩვენ, ოპოზიციის 99%-ს და ქართულ საზოგადოებას გვაქვს ერთი ამოცანა, რომ მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, რასაც სჭირდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციაში და საარჩევნო კანონმდებლობაში ფუნდამენტური ცვლილებები, ჩვენ, ჩვენი პაკეტი გაგზავნილი გვაქვს და დეტალურად განხილული. ახლა ივანიშვილმა და ყველა მისმა პოლიტიკურმა „კლოუნმა“ უნდა გაიაზრონ, რომ ეს არის ამ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა" - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42