პარტია " სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი , გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ გაუგებარი რიტორიკა, რომელიც "ოცნებას" აქვს შეიცვლება და მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე "სწორი წინადადებით" მივა.
ვაშაძის განმარტებით, პარლამენტში 4დეპუტატის შესვლა არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ შეთანხებას და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დეესკალაციას.
"ჩვენ რა გვინდა - ყველამ ამტკიცოს თავისი პოზიციის სიმყარე და ამ ძიძგილაობაში ფაქტობრივად საქართველომ პერსპექტივა დაკარგოს? კარგად უნდა დაფიქრდეს თალაკვაძეც, „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერიც, რომ სახელმწიფოებრივი პოზიცია უნდა ჰქონდეს და არა ვიწრო პოლიტიკურ-პარტიული პოზიცია, რომელიც მათ აწყობთ და რომელიც უნდა, რომ ჰქონდეთ. ასე ვერ გაგრძელდება. კიდევ რამდენიმე პარლამენტარიც რომ დაემატოს, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური შეთანხმება და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დეესკალაცია მოხდა. იმიტომ, რომ ჩვენი მხარდამჭერების პოზიციიდან გამომდინარე გვინდა, რომ შეთანხმება მოხდეს და ქვეყანამ ნორმალური განვითარება დაიწყოს.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ შეთანხმება, რომელიც უნდა შედგეს, ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს. ოპოზიციამ, ჩვენი მხრივ ვუჩვენეთ მოქნილობა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით - გაზაფხული თუ შემოდგომა, არჩევნების ნაცვლად პლებისციტის ჩატარებაზეც ვუჩვენეთ ჩვენი მოქნილობა. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი კომპრომისული ვერსიები „ქართული ოცნებისგან“ არ მოგვისმენია. აქედან გამომდინარე ველოდებით ისეთ შემოთავაზებას, რომელიც ოპოზიციისთვის მისაღები იქნება. ჩვენ კიდევ უფრო კომპრომისულ ვარიანტზე მსჯელობას ვერ დავიწყებთ, როდესაც ვთქვით ერთი, მეორე და მესამე კომპრომისი და ამის მიუხედავად „ქართული ოცნების“ მხრიდან ადეკვატური პასუხი არ არის. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ შემდეგი ერთი კვირა-10 დღის განმავლობაში კიდევ კარგად დაფიქრდება „ქართული ოცნება“, მიხვდებიან, რომ 4 ადამიანის პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს ოპოზიციის შესვლას და სწორი წინადადებით მოვლენ მეხუთე რაუნდზე. მეხუთე რაუნდი გაიმართება მაშინ, როდესაც კონტური გამოჩნდება წინ გადადგმული ნაბიჯის“,- განაცხადა ვაშაძემ გადაცემაში "360 გრადუსი".
მასალის გამოყენების პირობები






