Covid-19 საპატრიარქოში - შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კორონავირუსზე გამოსაკვლევად ბიოლოგიურ მასალას ხვალ აუღებენ.
თეთრუაშვილი საპატრიარქოში ბოლოს 4 იანვარს, ილია მეორის დაბადების დღეზე იმყოფებოდა და სტუმრებს მასპინძლობდა.
კადრებში ჩანს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს ილია მეორესთან საკმაოდ ახლო შეხება ჰქონდა პირბადით, თუმცა შესაძლოა უწმინდესიც დაინფიცირდეს.
არსებული ინფრომაციით, თეთრუაშვილის ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანტონია, რომელიც საპატრიარქოს პირველ იანვარს ესტუმრა.
უწმინდესის პირადი ექიმი აცხადებს, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, მას ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის რეკომენდაციაა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ტესტირება ინტენსიურ რეჟიმში დაიწყოს.
მასალის გამოყენების პირობები






