"ეს არ არის ამნისტია, ეს არის პოლიტიკური ხარკის გადახდა" - ოპოზიცია ამნისტიაზე
პოლიტიკა - 19:01, 08 Jan, 2021     1076

მთავრობის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონპროექტს ოპოზიციაში მწვავე შეფასებები მოყვა - ოპოზიციის შეფასებით, 2020 წლის არჩევნებში "ოცნების" მხარდამჭერებისთვის გაღებული ხარკია ეს კანონპროეტი.

"ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის , ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ამბობენ, ამნისტია შეეხო მხოლოდ იმათ, ვინც "ოცნებას" არჩევნების მოსაგებად დაეხმარა.

"ის რასაც დღეს აკეთებს "ქართული ოცნება" ეს არ არის ამნისტია, ეს არის პოლიტიკური ამნისტია და პოლიტიკური ხარკის გადახდა, იმ კრიმინალების მიმართ, რომლებიც მას ეხმარებოდნენ არჩევნების პერიოდში. ბუნებრივია ეს იყო დაპირება, რომ თქვენ დაგვეხმარეთ არჩევნებში და შემდეგ ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი ახლობლები, რომლებიც ციხეებში არიან, ისინი გარეთ იყვნენ და სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრა ის მუხლები, ვისაც შეეხო ამნისტია და სწორედ ამას მოჰყვა ის სამართლიანი პროტესტი რაც დღეს ციხეებშია" – აცხადებს უდუმაშვილი.

"ევროპულ საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიას განმარტებით, ეს ამნისტია არის ინსტრუმენტი, რომლითაც "ოცნებამ" კრიმინალური სამყაროს ჯგუფები მოისყიდა.

"კონტრაქტის, შეთანხმების შესრულებას ემსახურება [ამნისტიის კანონპროექტი] ეს ეჭვი გაჩნდა თავიდანვე და გაძლიერდა, როდესაც პოლიტპატიმარ რურუაზე მუხლი ამოიღეს, ამ ამნისტიით გამოდის, რომ იარაღი თუ უბრალოდ გქონდა – არ გიშვებენ, თუ ვინმეს დაჭრიდი – გიშვებენ, ეს ამნისტია არის ინსტრუმენტი, რომლითაც კრიმინალური სამყაროს ჯგუფები მოისყიდეს" , – ბოკერია.

ოპოზიციის კრიტიკას პასუხუხობს მმართველი გუნდიც - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის , ამნისტიის კანონპროექტის ავტორის, განმარტებით, ამნისტია პოლიტიკური საქმეების გადაჭრას არ შეეხება და ამნისტიის პოლიტიკურ ვალდებულებებთან დაკავშირება არასწორია.

"კონკრეტულ საქმეებს, რომლებზეც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და ზოგიერთ შემთხვევაში, მოიხსენიებენ ამას, როგორც მნიშნველოვან თემას, მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებში – ამას წარდგენილი ამნისტიის კანონპროექტი არ ითვალისწინებს, ასევე იმ მუხლებს, რომლებზეც არის საუბარი ამ საქმეებში, ჩვენი ამნისტია არ მოიზარებს" - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, არჯველაძის ინფორმაციით, ამნისტია შეეხება – 1500 პატიმარს, 6000 პრობაციონერს, 4000 სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გამოწერილ ჯარიმებს.

აქვე, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, პარლამენტი, მესამე მოსმენით, მომავალ კვირაში დაამტკიცებს და ის მიღებიდან ერთ თვეში უნდა ამოქმედდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42