დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილის ინფიცირების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის PCR ტესტის ჩატარების საკითხი საპატრიარქოს გადასაწყვეტია.
"მაგ გადაწყვეტილებას იღებს საპატრიარქო", - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ მისი რეკომენდაცია საპატრიარქოს უკვე შეატყობინა, თუმცა ამ საკითხზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს, - "ჩემი რეკომენდაცია მე უკვე მოვახსენე გუშინ საპატრიარქოს და ამის შესახებ ღია ეთერში არ ვსაუბრობ".
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქისთვის ტესტირების ჩატარების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მის მდივან-რეფერანტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, თეთრუაშვილს დაავადება უსიმპტომო ფორმით სჭირს და შესაბამისად, თავს კარგად გრძნობს.
მასალის გამოყენების პირობები






