ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე სენატორი შაჰინის განცხადება ეხმაურია.
საუბარია სენატორის იმ განცხადებაზე, რომელშც მან ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მნიშვნელობაზე საუბრისას 2012 წლის საქართველო ახსენა.
კობახიძე ამბობს, რომ მაშინ სააკაშილს და ენმ-ს სურდა ძალაუფლების დათმობა.
"მაშინ სააკაშვილს და მთლიანად ნაციონალურ მოძრაობას არ სურდა ძალაუფლების დათმობა, მათ ქვეყნის მასშტაბით სპეცრაზმი ჰყავდათ მობილიზებული და გახსოვთ, რომ რიგ შემთხვევებში, მაგალითად, ხაშურში, ისინი პირდაპირ შეიჭრნენ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში და ასეთი მობილიზაცია იყო აბსოლუტურად ყველა რაიონში.
საბოლოოდ, მათ მოუწიათ ძალაუფლების დათმობა და შეხსენება იმისა, თუ როგორ იქცეოდა მაშინ სააკაშვილი, ანტისახელმწიფოებრივად. მას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ამერიკელი და უცხოელი ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა, ამის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმისთვისაც, რომ დღევანდელი პოლიტიკური პროცესები შევაფასოთ ჩვენს ქვეყანაში". - ამბობს ირაკლი კობახიძე იმედთან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






