"ნოემ რომ კიდობანი ააშენა, ხმა გაავრცელეს, კიდობანში პანდემიაა, არ შეხვიდეთო" - მეუფე ნიკოლოზმა მრევლთან იხუმრა
საზოგადოება - 17:49, 07 Jan, 2021     1423

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზის თქმით, ვირუსის გავრცელება ეკლესიიდან არასდროს მოხდება. მიტროპოლიტმა ნოეს კიდობანი და ეკლესია ერთმანეთს შეადარა და თავს უფლება მისცა ეხუმრა. მისი თქმით, საეკლესიო შეხვედრები, წირვაზე სიარული, შესაძლოა, ვირუსის გადადების მიზეზი გახდეს.

მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ ახალქალაქში მისი ეპარქიის მრევლსა და სასულიერო პირებს კორონავირუსი გადატანილი აქვთ.

მეუფემ განაცხადა, რომ COVID-19-მა "რაღაც განიცადა" და ახლა უფრო საშიში ვირუსია.
"რადგან ასეთი დიდი დღესასწაულია ცოტა უფლებას მივცემ თავს, რომ ვიხუმრო, ოღონდ მართალ ამბავს გეუბნებით. თურმე - გაირკვა ახალი ამბავი, რომ ნოეს დროს, როდესაც ნოემ კიდობანი ააშენა გავრცელებულა ხმა, რომ არ შეხვიდეთ კიდობანში, პანდემია გადაგედებათო და არ შევიდა ხალხი, ხომ იცით 8 ადამიანი შევიდა მარტო და რაც მოხდა მერე ყველამ იცით. ასე რომ მობრძანდით ეკლესიაში, ეს არის ნოეს კიდობანი. საერთოდ მართლაც ასეა, რომ ტაძარი სიმბოლურად აღნიშნავს ნოეს კიდობანს და ვინც ტაძარში შევა, იმიტომ შედის, რომ გადარჩეს ადამიანი და იმიტომ არ შედის, რომ დაიღუპო.

მე შემიძლიათ ზუსტად გითხრათ ჩემი ეპარქიის ამბები და მინდა გითხრათ, რომ საოცარი რაღაც მოხდა, ოღონდ ნამდვილი ამბავია. ჩვენ გადავიტანეთ ეს ვირუსი, ყველამ თითქმის ჩემს ეპარქიაში პრაქტიკულად სასულიერო პირებმა მრევლმა, ყველამ გადავიტანეთ და ამის წინ მისული ვიყავი PCR ტესტის ასაღებად და არ აიღეს. ვთხოვე, რომ მჭირდება. არაო, არ აგიღებთო, რატომ-მეთქი და გადატანილი გაქვს 3 თვე ნამდვილად არ გჭირდება ეს ტესტიო, ასე მითხრეს და ასე, რომ ჩვენ პრაქტიკულად, ძირითადად გადატანილი გვაქვს , ყველას. აქ ვერ გეტყვით, თბილისში. მაგრამ იქ ახალქალაქში ნამდვილად. მიუხედავად ამისა მე საზოგადოებაში მაინც მიკეთია ნიღაბი. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მჭირდება. იმიტომ, რომ ადამიანებს ანგარიში გავუწიო და არ ვანერვიულო.

საშიშროება არის ძალინ დიდი იმიტომ, რომ თურმე, ახალი მუტანტი, თუ რავიცი როგორ ჰქვია. რაღაცა განუცდია ამ ვირუსს და 7-ჯერ თუ 70-ჯერ უფრო სწრაფად გადადის და საოცარი თვისება აღმოჩნდა, რომ ესე იგი ნებისმიერ შეკრებაზე არ გადადის, მარტო როცა ლოცულობს ადამიანი მაშინ გადადის თურმე", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42